FM97.5 / LIVE

ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება

მთავარისიახლე 18.09.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებულ 25 საბავშვო ბაღში აღსაზრდელები უკვე დარეგისტრირდნენ. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის განმარტებით, ქალაქში მდებარე რვა ბაღიდან თავისუფალი ადგილები მხოლოდ ერთში დარჩა.

ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება

ქალაქ ახალციხეში მდებარე რვა საბავშვო ბაღში, პირველი ოქტომბერს 1154 აღსაზრდელი მივა. როგორც მერაბიშვილი ამბობს, ადგილების უმეტესობა უკვე შევსებულია.

„ქალაქის ბაღებში შევსებულია თითქმის, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მეორე ბაგა ბაღში გვაქვს მხოლოდ ადგილები “,-ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანდემიასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბაღები არ შეუმოწმებიათ.

„დარეგისტრირებული ვართ და ველოდებით შემოწმებას. სხვადასხვა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საკითხების მოგვარება. შრომის ინსპექცია როცა შეგვამოწმებს შემდეგ მოგვცემს შენიშვნებს რა არის გამოსასწორებელი. როგორ უნდა დავიწყოთ სწავლა – ამაზე ტრენინგებს გაივლის ჩვენი პერსონალი“,-ამბობს მერაბიშვილი.

პირველადი რეკომენდაციების თანახმად, მშობლებს შენობაში შესვლა ეკრძალებათ, ბავშვის მიღება და შემდგომ პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი იქნება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ბაგა-ბაღის ოცამდე ბავშვი და პედაგოგები  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
‘მშობლები ვერ შევლენ შენობაში’ – რა რეკომენდაციები დაწესდება საბავშვო ბაღებში
ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება
ახალციხის ბაღებში 2000–მდე აღსაზრდელიდან 200  გამოცხადდა
ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო
შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს