FM97.5 / LIVE

ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2019
მიმდინარე კვირის ბოლომდე, 25 იანვრის ჩათვლით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბაღში წითელას აცრის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ დაიშვებიან. აცრა სავალდებულოა ბაღში დასაქმებულებისთვისაც.

ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა

„ყველა ბავშვისგან ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ მას ყველა აცრა ჩატარებული აქვს. თუ არ აქვს მაშინ აუცილებლად უნდა აცრან და ისე მიიყვანონ ბაღში. ყველა ბაღის მენეჯერი გაფრთხილებულია ამასთან დაკავშირებით“, – გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა.

მშობლებმა ბაღებში 25 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ბავშვების განახლებული ჯანმრთელობის ცნობა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი არ დაიშვება ბაღში“, – ამბობს მერაბიშვილი.

წითელას აცრაზე საბავშვო ბაღებში ცნობის წარდგენა სავალდებულო საქართველოს მთავრობის განკარგულებით გახდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით უნდა აიცრან ბაღის თანამშრომლებიც. „აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება“.

ახალციხის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია აცრების ვალდებულებასთან დაკავშირებით ყველა საბავშვო ბაღს მიაწოდეს: „უკვე მოვახსენეთ ყველას ამის შესახებ. ზოგს ნამდვილად არ ახსოვდა გაკეთებული ჰქონდა თუ არა აცრა“, – აცხადებს მერაბიშვილი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს
სადაა შესაძლებელი წითელაზე აცრა სამცხე–ჯავახეთში
ბაღებსა და სკოლებში აცრებზე ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებმა წითელაზე აცრის ცნობა უნდა წარადგინონ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან
ახალციხის ბაღებში 2000–მდე აღსაზრდელიდან 200  გამოცხადდა
‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება