FM97.5 / LIVE

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.03.2020
ლევანს ხატვისთვის განსაკუთრებული გარემო არ სჭირდება. ინსპირაციის წყაროდ იყენებს დანახულს, გაგონილსა და ნაფიქრს. შემფასებლების შიში არ აქვს. ბევრი ნამუშევრის მიუხედავდ გამოფენებში არ მონაწილეობს.

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

ლევან ცისკარაძე აბასთუმნიდანაა. ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს ხატავს. შენახული აქვს პირველი ნახატი ტილოზე და განსაკუთრებულად უყვარს: „რაც თავი მახსოვს ვხატავ, მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრებაა. გამორჩეულია პირველი ნახატი ტილოზე. გამხმარ ხის ტოტზე ყანჩა ზის. ხატვისთვის განსაკუთრებული გარემო არ მჭირდება, მთავარია ფანქრები და საღებავები მქონდეს“.

ძირითადად მრავალფეროვანი ბუნების ხატვა მოსწონს. იშვიათად ხატავს პორტრეტებს. მუშაობს აკრილში, გუაშში, ზეთშიც და საღებავშიც.
„მაგალითად აკრილზე რომ ვმუშაობ, შეიძლება მომბეზრდეს რაღაცა პერიოდი და მერე გუაშზე დავიწყო მუშაობა. სხვადასხვა ტიპით უნდა მუშაობა, თვითონ ფერსაც სხვანაირად იღებს და საინტერესოა“, - ამბობს ლევანი.

ხატვა პროფესიონალურად არ შეუსწავლია, თვითნასწავლია და ამბობს, რომ ნამუშევერების დახვეწისთვის ბევრი საშუალება არსებობს. სახლში არავინ ხატავს, თუმცა შემფასებლად ისევ ოჯახის წევრი ჰყავდა: “ჩემი შემფასებელი პაპაჩემი იყო, როცა ნახატი მიმქონდა იმდენად მაღალ შეფასებას მაძლევდა, რომ მოტივაციის მომცემი იყო, მახალისებდა. ამიტომაც არ შევეშვი“.

26 წლის ლევან ცისკარაძე საფარის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულია. ხატვის პარალელურად ხატებსაც წერს. მისი ნამუშევრები ჭულეს მონასტერში და ვარხნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშია.

„ხატწერას არ შეიძლება ხატვაში ავურიოთ. ამას სჭირდება მიდგომა, განწყობა, შინაგანი მდგომარეობა და ა.შ. როცა ხატს აკეთებ, იმაზე ადამიანს ლოცვა უნდა მოუნდეს“.

ლევანი გამოფენებში არ მონაწილეობს, თუმცა უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ პერსონალური გამოფენა გააკეთოს. ამბობს, რომ შემფასებლების შიში არ აქვს: „რასაც ვგრძნობ, იმას ვხატავ. მე ხომ არ მაქვს პრეტენზია რომ მხატვარი ვარ. უბრალოდ ვაკეთებ ამას და ვინც შეხედავს და გაიგებს მისთვის იქნება. ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება, რომ იხარჯება“.

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

‘ხატვა არის დრო, რომელიც არ მენანება’ - თვითნასწავლი მხატვარი აბასთუმნიდან [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
'ახალციხის ციხეზე' ქუთაისელი მხატვრის გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
ახალციხის ციხეში ადგილობრივი მხატვრის გამოფენა გაიხსნა
‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]
ფერწერა წყალზე [Photo/Video]
სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
პატარა ხელოვანი