FM97.5 / LIVE

როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.05.2018
მისი საუკეთესო დამხმარე ცოცხი და აქანდაზია. დილით რაბათის ტერიტორიას გვის, ღამით - ამაღლების ტაძრის მიმდებარე ქუჩებს. უყვარს სისუფთავე, სძულს ჭუჭყიანი ქალაქი და გული სწყდება, თუკი წინა ღამით დასუფთავებული ადგილი, მეორე დღეს დანაგვიანებული ხვდება.

როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდან
60 წლის ამირან ბლუაშვილი მეეზოვეა. დალაგებასა და წესრიგს ბავშვობიდან მიეჩვია:„სანამ დედა სამსახურიდან დაბრუნდებოდა, სახლის წინ ადგილი აუცილებლად უნდა მომესუფთავებინა, ინსტიტუტშიც რომ ვსწავლობდი, მაშინაც მარტო ვცხოვრობდი და ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი“.

ოთხი წელია, ქალაქს ასუფთავებს და მეეზოვის პროფესია ერთ–ერთ საპასუხისმგებლო საქმედ მიაჩნია. თავიდან ცოტა ერიდებოდა, რცხვენოდა, ვინმეს არ დაენახა, ნიღბითაც კი გამოსულა, თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ ნიღაბი სულაც არ სჭირდებოდა: „ჩემ გვერდით გამვლელები ხშირად მაქებენ, პატივს მცემენ, მათ კეთილ დამოკიდებულებას რომ ვხედავ, სამუშაოსაც უფრო დიდი ხალისით ვასრულებ“.

იხსენებს, რომ ამ სამსახურმა დიდ განსაცდელს გადაარჩინა. დიდხანს ყოფილა უმუშევარი, ჯანმრთელობა აწუხებდა, გულზე ოპერაციაც გადაუტანია, სასოწარკვეთილს რაზე არ უფიქრია, როდესაც მოულოდნელად მეეზოვის ვაკანსია გამოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ხარკოვში მაქვს დამთავრებული, სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და რამდენიმე ადგილასაც მიმუშავია, 10 წლის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი, არადა, როცა ოჯახი გყავს, ძალიან რთულია ეგრე ყოფნა“.

როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდანამირანს ახალციხეში მეუღლე და ერთი ვაჟი ჰყავს, სოფელში კი - 91 წლის მამა. სამუშაო განრიგი ისე შეადგინა, რომ თავისუფალი დრო დარჩეს, მოხუც მამასთან წასვლა და მისი მოვლაც მოასწროს. დილიდან საღამოს ექვს საათამდე "ახალციხის ციხის" ტერიტორიაზე მუშაობს, შემდეგ ორი საათით ისვენებს და ზუსტად საღამოს რვა საათზე ამაღლების ტაძართან ჩნდება. ზოგჯერ ღამის სამ საათამდეც უწევს მუშაობა.

ღამით ქუჩების დასუფთავება მოსწონს. დაგვილ ადგილს კარგად ამოწმებს და თან ათასი ფიქრი უტრიალებს გონებაში:„ჩემი შვილის მომავალზე ვფიქრობ. მინდა, რომ ბევრი გავუკეთო, მთელი დღე მისთვის ვშრომობ. ბიჭი სტუდენტი მყავს. მინდა, კარგი მომავალი შევუქმნა და ისიც მახარებს ხოლმე, კარგად სწავლობს“.

ამბობს, რომ ფიქრი საქმეშიც ეხმარება. წლების განმავლობაში, ეს პროფესია, უბრალოდ კი არ შეუყვარდა, ცხოვრების წესადაც ექცა. მაშინაც კი, როდესაც არ მუშაობს, ქუჩაში უადგილოდ დაყრილ ნაგავს გვერდს ვერ უვლის:„ხელთათმანი თითქმის სულ თან დამაქვს, ვერ ვჩერდები სადმე დაყრილ ნაგავს თუ ვხედავ, მივდივარ და ურნაში ვყრი“.

ქალაქში ერთ–ერთ დიდ პრობლემად სწორედ საზოგადოების დამოკიდებულება მიაჩნია: "მართალია, დასუფთავება ჩვენი საქმეა, მაგრამ ხალხის დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. თუ ისინი ნაგავს ძირს არ დაყრიან და ერთ მეტრში მდგარ ნაგვის ურნასთან მისვლას არ დაიზარებენ, ახალციხე ყველაზე სუფთა ქალაქი გახდება“.

როცა სისუფთავე ცხოვრების წესია - 60 წლის მეეზოვე ახალციხიდან

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
ახალციხის დასუფთავების სამსახურს ახალი მეეზოვეები ჰყავს
ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]
‘პაციენტის თვალებში დანახული იმედი, ცხოვრების ხალისს  გმატებს’ – მედდა
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]