FM97.5 / LIVE

პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს

მთავარიპოლიტიკა 13.12.2013
დღეს, 13 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს. ღონისძიება მთავრობის კანცელარიაში, 15:00 საათზეა დაგეგმილი.

პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულებმა-გუბერნატორებმა, გადადგომის შესახებ განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს დაწერეს. პოსტი დატოვა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმაც.

ორი თვეა სამცხე-ჯავახეთში რწმუნებულის პოსტზე ადგილობრივები სხვადასხვა კანდიდატურებს მოიაზრებენ.

უკვე დასახელებულ ექვს კანდიდატს: შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გია მეტრეველი, შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო-მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ მუმლაძე, „ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გია კარკაძე, „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის აქტივის წევრი გელა კვარაცხელია და ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის შპს "ბიოპოლუსის" 90% წილის მფლობელი, ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი, დღეს, 13 დეკემბერს, კიდევ ერთი კანდიდატი, ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი კოალიცია "ქართული ოცნებიდან", საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძე შეემატა.

შეგახსენებთ, ყველა კანდიდატი "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში ამბობს, რომ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ. იგივე განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემაც.

"ეს ინფორმაცია არ ვიცი საიდან მიიღეთ თქვენ, მაგრამ, არ დასტურდება. ჩემთვის ეს პოსტი არავის შემოუთავაზებია", - განუცხადა ბიძინა გუჯაბიძემ "სამხრეთის კარიბჭეს".

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულმა, გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა გადადგომის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 28 ოქტომბერს დაწერა. მისი განცხადება 15 ნოემბერს დაკმაყოფილდა. ამ დრომდე რწმუნებულის მოვალეობას ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილე ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი ასრულებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს
ვინ შეიძლება გახდეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა
სამცხე-ჯავახეთში საკადრო ცვლილებები არ დაწყებულა