FM97.5 / LIVE

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე

მთავარიპოლიტიკა 11.12.2013
თითქმის ორი თვეა, სამცხე-ჯავახეთს გუბერნატორი არ ჰყავს. ადგილობრივები ამ პოსტზე ექვს კანდიდატურას განიხილავენ. ვინ დაიკავებს პრეზიდენტის რწმუნებულის სავარძელს სამცხე-ჯავახეთში, ჯერ ისევ უცნობია.

შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გია მეტრეველი, შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო-მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ მუმლაძე, „ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში გია კარკაძე, „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის აქტივის წევრი გელა კვარაცხელია - ეს იმ კანდიდატების ჩამონათვალია, რომელთაც ბოლო ორი თვეა ადგილობრივები პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე მოიაზრებენ.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე პირველი კანდიდატი, რომელიც ამ პოსტზე დასახელდა, გელა კვარაცხელია იყო. კვარაცხელიას კანდიდატურა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, იქამდე სახელდებოდა, ვიდრე პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ივანე წიკლაური გადადგომის შესახებ დაწერდა განცხადებას. შეგახსენებთ, კვარაცხელია ერთხელ უკვე იყო რეგიონის გუბერნატორი, 2003 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე ბოლო პერიოდში კი ყველაზე აქტიურად პოსტზე გია მეტრეველის კანდიდატურას განიხილავენ.

დღეს, 11 დეკემბერს, ახალციხეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკანტურ პოსტზე გია მეტრეველი დაინიშნა. "სამხრეთის კარიბჭემ" ინფორმაცია თავად მეტრეველთან გადაამოწმა. სატელეფონო საუბარში მეტრეველმა განაცხადა, რომ მცხეთაში აგრძელებს მუშაობას.

დასახელებული კანდიდატებიდან "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში ხუთივე კანდიდატი აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ. მალხაზ ჟუჟუნაძე და გელა კვარაცხელია, ფაქტს, რომ მათზე ადგილობრივები საუბრობენ, "სასიამოვნოდ მოსასმენად" აფასებენ.

"მიხარია, რომ ჩემი სახელი რეგიონში დადებით კონტექსტში მოიაზრება", - განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს" გელა კვარაცხელიამ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე "ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო. ვერაფერს გეტყვით, რა როგორ იქნება, მაგრამ თუ ვინმე გამოხატავს ნდობას ჩემს მიმართ, გამიხარდება", - ასეთი იყო მალხაზ ჟუჟუნაძის შეფასება ასევე 4 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში.

რაც შეეხება დანარჩენ სამ კანდიდატს, რევაზ მუმლაძეს, გია მეტრეველსა და გია კარკაძეს, სამივე მათგანი კატეგორიულად ირწმუნება, რომ პოსტზე არ მოიაზრებიან.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე 'ტყუილია, ტყუილი', - განაცხადა რევაზ მუმლაძემ დღეს, 11 დეკემბერს "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში.

გია კარკაძემ დღეს კიდევ ერთხელ განუცხადა "სამხრეთის კარიბჭეს", რომ მასზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, გია კარკაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პოსტზე მეტრეველს განიხილავენ.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე „მე სხვა ინფორმაცია მაქვს, მეტრეველზე რომ არის საუბარი ვიცი. მაგრამ მე შემოთავაზება არავისგან მიმიღია, არ ვარ ახალციხეში, მომავალ კვირას ჩამოვალ და გავარკვევ რა ხდება“, - განაცხადა კარკაძემ.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც რწმუნებულის პოსტზე რამდენიმე დღის წინ დასახელდა, ადიგენის მკვიდრი, ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის შპს "ბიოპოლუსის" 90% წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ობოლაშვილია.

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე „მე და გუბერნატორი?! მე მთელი ცხოვრება ბიზნესმენი ვიყავი, სახელმწიფო სამსახურში არასოდეს მიმუშავია და არც მიფიქრია ამ თემაზე. ამიტომ გეტყვით გულახდილად, რომ ჩემ ბიზნესში დავრჩები და ყოველთვის ბიზნესში ვიქნები. არ მხიბლავს სახელმწიფო სამსახური. პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სამსახურში ვიქნები, მაგრამ როგორც ასეთი, გუბერნატორობა, არც მიფიქრია და არც ვფიქრობ მომავალში“, - განაცხადა გელა ობოლაშვილმა სატელეფონო საუბარში.

ვინ შეიძლება დაიკავოს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის პოსტი, ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ არც სამხარეო ადმინისტრაციაში.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრციული სამსახურის უფროსის გიორგი მიქელაძის განმარტებით, გუბერნატორის დანიშვნის შესახებ ჯერ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი რწმუნებულის აპარატს წერილობით შეატყობინოს. მათთან აღნიშნული წერილი ჯერ არ შესულა.

„ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას", - გვითხრა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის
მოადგილემ გელა დემეტრაძემ.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო-რწმუნებულმა, გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა გადადგომის შესახებ განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 28 ოქტომბერს დაწერა. მისი განცხადება 15 ნოემბერს დაკმაყოფილდა. ამ დრომდე რწმუნებულის მოვალეობას ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილე ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი ასრულებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს
ვინ შეიძლება გახდეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს
სამცხე-ჯავახეთში საკადრო ცვლილებები არ დაწყებულა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შეიცვალა
აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება