FM97.5 / LIVE

ოქტომბრიდან ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.10.2020
1-ელი ოქტომბრიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომლები მომატებულ ხელფასს აიღებენ. მათი ანაზღაურება დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, პროცენტულად გაიზრდება.

ოქტომბრიდან ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ
ფოტო: ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის თქმით, მომატებულ ხელფასს ბაღების თანამშრომლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ: „ჩვენ მერიასთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ დრო ახალი სასწავლო წლიდან, 1-ელი ოქტობრიდან დაემატება ყველა თანამშრომელს 5%-დან 30%-მდე ხელფასი“.

მისივე თქმით, ხელფასების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:

მენეჯერებს დაემატებათ ხელფასის დაახლოებით 10%;
მნეებს 20%-მდე;
მუსიკის პედაგოგებს 20%-მდე;
სპეც. აღმზრდელებს - 10%-მდე;
აღმზრდელებს - 20%-მდე;
აღმზრდელის თანაშემწეებს - 25%-მდე;
მზარეულებს 20%-მდე;
ექთნებს - 30%-მდე;

პროცენტული განსხვავება იქნება დიდი და მცირე ბაღების თანამშრომლებისათვის: „ქალაქში გვყავს ორჯგუფიანი, სამჯგუფიანი, ათ ჯგუფიანი ბაღები და ამიტომ განვსაზღვრეთ დიდი და პატარა ბაღები. 6 და 6-ზე მეტი ჯგუფები სადაც არის, მათთვის განსხვავებული ხელფასებია. მცირე ბაღების მენეჯერებს ხელფასის 5% დაემატებათ. ასევე განსხვავებული იქნება ექთნების, დამლაგებლების, მნეების, მუსიკის მასწავლებლების ხელფასები ქალაქის მცირე ბაღებში“, - ამბობს მარინა მერაბიშვილი.

საბავშვო ბაღებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად ერთი წლის წინ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები 100 ლარით უნდა გაზრდილიყო.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება
ქალაქის ბაღებში ადგილები თითქმის შევსებულია - ახალციხის ბაღების გაერთიანება
საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა ®
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
ახალციხის ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალციხის თემის საბავშვო ბაღები ზაფხულში არ დაისვენებენ
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს