FM97.5 / LIVE

ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.09.2019
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა რამდენიმე კატეგორიის დასაქმებულებისთვის.

ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება

გიორგი გახარიას თქმით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით.

ასევე, 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება 100 ლარით.

“გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში მათ ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, 2020 წლის პირველი ივლისიდან 100 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასები.

“ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში, იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი – ესენი არიან ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებები, ჯარისკაცები, სამართალდამცველები და ექიმები”, – განაცხადა გახარიამ.

დაგეგმილი ცვლილებები:

ყველა პენსიონერისთვის, 18 წლამდე ასაკის პირებისა და პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებისთვის პენსიის 20 ლარით გაზრდა;

პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის დამატებით 30 ლარით გაზრდა (ანუ ჯამში 50 ლარი);

სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება 2020 წლის სასწავლო წლისთვის გაიზრდება 300 ლარით;

2020 წლის სასწავლო წლისთვის გაიზრდება საბავშვო ბაღების მასწავლებელთა ხელფასებიც, საშუალოდ, 100 ლარით;

ხელფასი გაეზრდებათ სამართალდამცავებს, ჯარისკაცებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მინიმუმ 125 ლარით.

2020 წლის პირველი ივლისისთვის გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, 70 წელს გადაცილებულებს კი 25 ლარით გაეზრდებათ
პრემიერი: პედაგოგების საშუალო ხელფასი 1 800 ლარამდე გაიზრდება
ოქტომბრიდან ახალციხეში საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ
70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება
პოლიციელებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ
ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაიზრდება პენსია – არჩილ თალაკვაძე
ონკოდაავადებათა მკურნალობის პროგრამა 8000 ლარით გაიზრდება – პრემიერი