FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2019
ნინოწმინდაში, ბაღების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მარინა ესოიანი დაინიშნა. აქამდე, ამ პოზიციას ნარინე გინოსიანი იკავებდა, რომლის მიმართაც ფინანსთა სამინისტრომ ძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინა ესოაიანი 10 წელია, რაც ნინოწმინდის საბავშვო ბაღში მუშაობს.

ესოიანი, რამდენი ხნის განმავლობაში იქნება, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უცნობია.

„ვიმუშავებ რამდენ ხანსაც საჭირო იქნება და საკუთარ ძალებს არ დავიშურებ“,–აცხადებს მარინა ესოიანი.

ნინოწმინდის საბავშო ბაღებში ამდროისათვის სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ბაღებში, პირველი აგვისტოდან, პირველ სექტემბრამდე არდადეგებია.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

გინოსიანისა და მკოიანის საქმეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი სწავლობენ.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
ახალციხის ბაღების გაერთიანებას ახალი უფროსი ჰყავს