FM97.5 / LIVE

‘შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა’ - ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 28.09.2020
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში ტრიბუნას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია აცხადებს რომ, ოქტომბრის არჩევნებისთვის მის კანდიდატად დარეგისტრირებას ხელს მიზანმიმართულად უშლიან. შსს–დან გამოთხოვილ დოკუმენტებში წერია, რომ იგი ნასამართლევია. კვარაცხელია ირწმუნება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

‘შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა’ -  ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში

კვარაცხელიამ საგანგებო ბრიფინგი, დღეს, 28 სექტემბერს გამართა. მისი თქმით, კანდიდატად დარეგისტრირების პროცედურების გავლის დროს, შსს-სგან ცნობა მიიღო, რომლის მიხედვითაც, კვარაცხელიას პირად საქმეში ნასამართლეობა წერია.

კანდიდატი უწყებისგან მიღებულ პასუხს, 2006 წელს მომხდარ ფაქტს უკავშირებს, როდესაც იარაღის უკანონო ტარებაზე დააკავეს. კანდიდატი განმარტავს, რომ ეს ფაქტი უკანონოდ მოხდა, და ის მალევე გაათვისუფლეს.

„მაშინ, 2006 წელს ეს საკითხი გადაილახა, რადგან ინფორმაცია იყო არასწორი. ეს ეხება იარაღის უკანონო ტარებას. მაშინ უკანონოდ ვიყავი დაკავებული, 24 საათიც არ ვიყავი გაჩერებული დროებითი დაკავების იზოლატორში, გამომიშვეს იმის გამო, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაკავების. სასამართლოც არ გამართულა“, - ამბობს კვარაცხელია.

იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ხარვეზის გამოსწორებას და განმარტების გაკეთებას ითხოვს.

„მაშინ სასამართლო არ შემდგარა, მართლმსაჯულებასთან სხვა ურთიერთობა არ მქონია, რაც მოგახსენეთ იმის გარდა. დღეს ეს ფაქტი შემაფერხებელი ხდება ჩემს კანდიდატად დარეგისტრირების ეტაპზე. ჩვენ ეს ინფორმაცია დღეს საჯაროდ გამოვიტანეთ, რადგან არ დაგვეწყო ამის მოგვარება კულუარულად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე არასოდეს არც სასამართლოში და არც სხვა ორგანოში რაიმე ფორმით არ მოვხვედრივარ. აბსოლუტურად ტყუილია ეს ჩანაწერი, მე არ ვარ ნასამართლევი. მე იმედს ვიტოვებ, რომ შსს არა მარტო გამოასწორებს ამ ხარვეზს, არამედ ისეთ განმარტებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას და რეპუტაციას ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გელა კვარაცხელიამ.

იურისტები აცხადებენ, რომ კვარაცხელიას კანდიდატად დარეგისტრირებაში ხელი არ შეეშლება. ეს შეიძლება მომხდარიყო, მაშინ თუ მასზე სისხლის სამართლის დევნა იქნებოდა დაწყებული.

„ამ შემთხვევაში კანდიდატს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება. გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როცა ადამიანს აღკვეთი ჰქონდა შეფარდებული, ოღონდ განაჩენი ჯერ არ არსებობდა და კანდიდატი იყო“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი, გიგი ჩიხლაძე.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
‘შსს მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს ჩვენზე’ – 'ტრიბუნას' მხარდამჭერი პოლიციაში დაიბარეს [ვიდეო]
ახალციხეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 3 გაათავისუფლეს
‘ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა შეცდომები’ - კვარაცხელია ადიგენში მუსლიმების პრობლემებზე
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება