FM97.5 / LIVE

‘ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა შეცდომები’ - კვარაცხელია ადიგენში მუსლიმების პრობლემებზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები - 2020 15.09.2020
სამცხეში, „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა კვარაცხელია, რომელიც 2013-2017 წლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, ამბობს, რომ ადიგენში მუსლიმი თემის ირგვლივ გაჩენილი პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მოეგვარებინა, თუმცა ვერ შეძლო. კანდიდატმა დღეს მედიისა და არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა.

‘ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა შეცდომები’ - კვარაცხელია ადიგენში მუსლიმების პრობლემებზე

„ტრიბუნას“ კანდიდატმა, საკუთარი ხედვების შესახებ დღეს, 15 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ყველაზე ხანგრძლივი დისკუსია გამოიწვია იმ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც მმართველი ძალის „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული მაშინ, როცა კვარაცხელიაც ამ გუნდის წევრი იყო. ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყო რელიგიური უმცირესობები.

გამომდინარე იქიდან, რომ გელა კვარაცხელია 2013-2017 წლებში, მაშინ, როცა ადიგენში ადგილობრივ მუსლიმ და ქრისიტიან თემებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში მუშაობდა, საუბარი შეეხო ამ თემებსაც.

წლების შემდეგ, კვარაცხელია მიიჩნევს, რომ პრობლემა, რომელიც მოხეში, ერთი შენობის ირგვლივ გამწვავდა, ხელისუფლების შეცდომა იყო.

„მე ვთვლი, რომ არ უნდა მომხდარიყო ეგ კონფლიქტი. ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო და არ უნდა დაწყებულიყო საერთოდ. ვთვლი, რომ ნაკლები კომუნიკაციის საქმეა, ადგილობრივ წარმომადგენლებს უნდა უზრუნველეყოთ, რომ ეს პრობლემა არ შექმნილიყო. ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა ბევრი შეცდომა, რომელი შეცდომების გამოც მოგვიწია მერე ცენტრალური ხელისუფლების ჩართვა და იმ ორგანოებისაც, რომლებსაც ეს ეხებოდა“.

კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული პროვოკაცია, კვარაცხელიამ განმარტა: „მიმაჩნია და ასე იყო, უფრო მეტსაც გეტყვით, ყველა პრობლემას მისი [ქართული ოცნების] სახელი აქვს“.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ეს იყო არა ერთჯერადი, არამედ კომპლექსური პრობლემა, ხელისუფლებასა და მუსლიმ თემს შორის ურთიერთობისა.

გარდა რელიგიური უმცირესობებისა, კვარაცხელიამ უპასუხა კითხვებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ წარსულში პარლამენტში სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შესაბამისად, ამ საკითხებს კარგად იცნობს. მან ადგილობრივ სომხურენოვან არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზა სპეციალური დოკუმენტის მომზადება, რომლებსაც შემდეგში მაჟორიტარობის კანიდადებს წარუდგენენ:

„მე გთავაზობთ, შევადგინოთ დოკუმენტი პუნქტობრივად, თქვენი საჭიროებების და წინადადებების, წარვუდგინოთ ის დეპუტატობის კანდიდატებს. ვიკითხოთ, ვინ მოაწერს მას ხელს და ვინ აიღებს პასუხისმგენლობას, რომ ამ საკითხებს გაატარებს, როდესაც პარლამენტში შევა. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვის დავუჭიროთ მხარი“.

კანდიდატის აზრით, ინტეგრაციის კუთხით, საარჩევნო ოლქები არასწორადაა დაყოფილი. მისივე აზრით, ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამ ოლქში უნდა შედიოდეს სხვა ქართულენოვანი დასახლებებიც: „ახალქალაქი-ნინოწმინდაში უნდა ყოფილიყო რამდენიმე ქართული დასახლებაც. ეს ხელს შეუწყობდა იმას, რომ პარლამენტში რომ ადგება ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი, სხვა ვერ ეტყვის მას - შენ ხარ სომხეთის ინტერესების გამტარებელიო“.

გელა კვარაცხელიამ საკუთარ თავზეც ისაუბრა და კითხვაზე იყო თუ არა წარსულში, „მოქალაქეთა კავშირში“ ყოფნის დროს „ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის კადრი“, ასე უპასუხა:

„ლევან მამალაძე არის ჩემი მეგობარი. მაშინ, როცა გირგვლიანის მკვლელებს 3 და 4 წელი მიუსაჯეს, ზუსტად მაგ პერიოდში, ლევან მამალაძეს 17 წელი მიუსაჯეს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე... არცერთი ასფალტი და არცერთი აშენებული შენობა არ ცვლის ადამიანურ ურთიერთობებს, არც უნდა ცვლიდეს და ადამიანების ტრაგედიაზე არ უნდა გადიოდეს. სახელმწიფო არ უნდა მიცვლიდეს მე გზას და შუქს იმაში, რომ მაპატიმრებდეს, მძარცვავდეს და შეურაცხყოფას მაყენებდეს“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

დღევანდელ შეხვედრაზე მას რეგიონში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში არსებული მდგომარეობის შესახებაც ესაუბრნენ, ასევე კითხვა დაუსვეს ემიგრანტების დაბრუნების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ახალციხის ოფისმა.

‘ხელისუფლება იყო მოუქნელი და დაუშვა შეცდომები’ - კვარაცხელია ადიგენში მუსლიმების პრობლემებზე

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში
კვირის აქცენტი: როგორია ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ხედვა სამცხეში არსებულ პრობლემებზე  [ვიდეო]
‘შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა’ -  ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში
,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
ჩემი გადადგომის საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერ და ჩემი გუნდის მიერაც – მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე
ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები ოლქებში არსებულ პრობლემებზე