FM97.5 / LIVE

‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 16.10.2020
„დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში, გელა კვარაცხელია ამომრჩევლის დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მისი თქმით, უჭირთ დამკვირვებლების შერჩევა, რადგან მათ სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი

ზეწოლასა და დაშინებაზე საგანგებო ბრიფინგი გელა კავარცხელიამ ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტულად ვინ ემუქრება მოქალაქეებს.

„არის საგანგაშო სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჭირს ჩვენი მხარდამჭერების ლეგიტიმურ სივრცეებში შემოყვანა. ეს ეხება დამკვირვებლებს. უარს გვეუბნებიან იმის გამო, რომ სოციალური დახმარების მოხსნით და ახლობლების სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან“, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

„ტრიბუნას“ კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრობლემა აქვს სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც და მოუწოდებს მათ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელონ.

„ეს არ ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს, ეს ეხება არჩევნების დღესაც, ხმების დათვლის პროცედურასაც დაა.შ. გვიჭირს ადამიანებს მივცეთ ის სტატუსი, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ არჩევნებში ჩაერთონ აქტიურად. ვთვლი, რომ ეს დღეები კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ ამ პროცესზე და ხელისუფლებას, შესაბამის ორგანიზაციებს მივცეთ საშუალება, რომ გაამახვილონ ყურადღება მონიტორინგის დროს ასეთ ფაქტებზე“, - განაცხადა ბრიფინგზე გელა კვარაცხელიამ.

„ტრიბუნას“ კანდიდატი ასევე მიმართავს ადგილობრივ მერიას და საოლქო კომისიებს, რომ მათ განუსაზღვრონ ადგილი, სადაც შეძლებენ პლაკატების გაკვრას. მისი თქმით, რადგან ოლქში 14 კანდიდატია, გამოყოფილი ადგილები ფაქტობრივად შევსებულია.

„ჩვენ ვერც ჩამოვხევთ, ვისაც ზედმეტად აქვს საინფორმაციო დაფაზე გაკრული თავისი პლაკატი და არც ზედ გადაწებებას ვაპირებთ, რომ შემდეგ ეს სალაპარაკო არ გახდეს. 14 კანდიდატია დაფიქსირებული, გთხოვთ და მოვითხოვთ, რომ ეს ველი გამოთავისუფლდეს, რათა ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ განვათავსოთ ჩვენი მასალები“, - ამბობს კვარაცხელია.



[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
‘შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა’ -  ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში
კვირის აქცენტი: როგორია ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ხედვა სამცხეში არსებულ პრობლემებზე  [ვიდეო]
ახალციხეში ‘ტრიბუნას’ ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ
‘შსს მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს ჩვენზე’ – 'ტრიბუნას' მხარდამჭერი პოლიციაში დაიბარეს [ვიდეო]
'მიუღებელია ივანიშვილის  თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში