FM97.5 / LIVE

‘შსს მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს ჩვენზე’ – 'ტრიბუნას' მხარდამჭერი პოლიციაში დაიბარეს [ვიდეო]

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 28.09.2020
პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ასპინძის შტაბის წევრი პოლიციაში დაიბარეს. მას სამართალდამცველები სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის შენახვას ედავებიან.. „ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში, გელა კვარაცხელია ამბობს, რომ შსს მათი მხარდამჭერების მისამართით ზეწოლას ახორციელებს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

‘შსს მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს ჩვენზე’ – 'ტრიბუნას' მხარდამჭერი პოლიციაში დაიბარეს [ვიდეო]

ასპინძის პოლიციის სამმართველოში „ტრიბუნას“ მხარდამჭერი დღეს, 28 სექტემბერს დაიბარეს. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში გელა კვარაცხელია ამბობს, რომ მათი პარტიის წარმომადგენელს ვინაობის გამხელა საჯაროდ არ სურს, მით უფრო რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. იგი ფაქტს სავარაუდო ზეწოლას უკავშირებს:

„ვითომ მის [„ტრიბუნას“ მხარდამჭერის] ეზოში თუ მის სახლში აღმოაჩინეს რაღაცა, და ამასთან დაკავშირებით მიდის დაზუსტება. ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მოკვლევა მიმდინარეობს რასთან გავქვს საქმე, რა რაოდენობის იყო და არის თუ არა შეხებაში ჩვენთან. ეს მხარდამჭერი ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც საჯაროდ ბედავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარიტიის კუთვნილება დააფიქსიროს. ის ჩვენი შტაბის წევრია, იხილებოდა და დღესაც იხილება მისი კანდიდატურა, რომ შეგვეყვანა პარტიის სიაში“, - ამბობს კვარაცხელია.

მისივე თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა რეგიონში, როცა შსს-ს მხრიდან გარკვეული ზეწოლის ფაქტები იკვეთება „ტრიბუნას“ კანდიდატებზე: „დავინტერესდით ამ ამბით, იმიტომ, რომ ამას ძალიან უცნაურად დაემთხვა ჩემი ნასამართლეობის გამოცხადება შსს-ს მხრიდან და ბუნებრივია ჩვენთვის ეჭვს ბადებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო რაღაცა კამპანია“.

კვარაცხელიას თქმითვე, ასპინძის სამმართველოში მას განუცხადეს, რომ გამოძიება კონკრეტული პირის მიმართ იქამდეა დაწყებული, ვიდრე „ტრიბუნასთან“ თანამშრომლობას დაიწყებდა: „დაახლოებით იგი 3 კვირაა ჩართულია ჩვენთან აქტიურად, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები უფრო ადრეა დაწყებულიო, გვითხრეს. პარასკევის შემდეგ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შსს მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ და არასწორ ინფორმაციას ჩვენზე. ეს კონკრეტული შემთხვევა შეიძლება არ იყოს ამასთან დაკავშირებული, თუმცა ის, რომ სისტემა თვითონ ამას აკეთებს იმისათვის, რომ ამ რეგიონში არ იყოს ოპოზიციური და განსხვავებული აზრი, ეს უეჭველია და ეს ჩვენთან მიმართებაშიც კი დაადასტურეს“.

საკითხზე „სამხრეთის კარიბჭე“ შსს დაუკავშირდა. რედაქცია უწყებისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

ცნობისთვის, გელა კვარაცხელიამ დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში საგანგებო ბრიფინგი მოაწყო, სადაც განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის მის კანდიდატად დარეგისტრირებას ხელს მიზანმიმართულად უშლიან.



[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
‘შსს-სგან მოვიდა პასუხი რომ ნასამართლევი ვარ, ეს სიცრუეა’ -  ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ბრიფინგი ახალციხეში
‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
კვირის აქცენტი: როგორია ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ხედვა სამცხეში არსებულ პრობლემებზე  [ვიდეო]
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
‘ტრიბუნას’ პროპორციულ სიაში სამცხე-ჯავახეთიდან ერთი პირია
‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში