FM97.5 / LIVE

ახალციხეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 25.08.2020
ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლუიზა თოდუამ ახალციხეში, 22 აგვისტოს დაკავებულ ა.გ–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად იარაღის უკანაონო შეძენა–შენახვა–ტარება ედება.

dakaveba

სხდომაზე პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან გამოძიება ჯერ დასრულებული არაა, არსებობს საფრთხე, რომ ა.გ–მ, გათავისუფლების შემთხვევაში საგამოძიო მოქმედებს შეუშალოს ხელი. გარდა ამისა, ბრალმდებელის მტკიცებით, ა.გ წარსულში მრავალჯერაა ნასამართლევი და არსებობს იმის რისკიც, რომ მან სხვა დანაშაულიც ჩაიდინოს.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მისი თქმით სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდა ა.გ საქართველოში რომ დედისთვის მოევლო. ხოლო რაც შეეხება გამოძიებისთვის ხელის შეშლას, ადვოკატი ამბობს რომ ყველა მოწმე პოლიციის თანამშრომელია, ამიტომ ა.გ–ს მხრიდან გამოძიებისთვის ხელის შეშლა გამორიცხულია.

პროცესზე ადვოკატმა ა.გ–ს დაკავების მომენტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი მტკიცებით ბრალდებულს დაკავებისას იარაღი არ ჰქონია, თუმცა პროკურის კითხვაზე, თუ საიდან გაჩნდა მაშინ იარაღი, ადვოკატი პასუხობს, რომ ამაზე თავად ბრალდებული ისაუბრებს მოგვიანებით, რადგან ახლა დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულის ადვოკატმა სხდომაზე მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ლუიზა თოდუამ მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ა.გ–ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა ა.გ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე 22 აგვისტოს გვიან ღამით დააკავეს.

დაკავების დროს ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატი, მარტიროს ოგანესიანიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა– ტარებას გულისხმობს.

საქმის არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს ჩაინიშნა.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გვიან ღამით ახალციხეში დაკავებულ პირს ბრალი არ წარდგენია
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
ახალქალაქში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს
ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს