FM97.5 / LIVE

სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'

მთავარიპოლიტიკა 10.12.2013
ახალქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპული ქარტიის რატიფიცირების მოთხოვნით, რომელმაც დანიშნულების ადგილამდე ვერ ან არ მიაღწია. განიხილება თუ არა ქარტიის რატიფიკაციის საკითხი საქართველოს პარლამენტში და რის საფუძველზე ამბობენ პოლიტიკოსები, რომ ქარტიის რატიფიცირება სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას არ ნიშნავს.

სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
დაახლოებით სამი კვირის წინ, კავშირ „მიუთიუნის“ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ პარლამენტში ევროპის საბჭოს „რეგიონული და ადგილობრივი ენების“ქარტიის რატიფიკაციასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. იმავდროულად კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან საზოგადოებას, არასწორი წარმოდგენის გამო, ევროპული ქარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

თუმცა, იგივე კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან არჩეული დეპუტატი სამველ პეტროსიანი ამბობს, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ: „დღევანდელ დღემდე პარლამენტის დღის წესრიგში ეს საკითხი არ დამდგარა. ამ თემის განხილვა არც დღეს მიმდინარეობს. ერთი წელია, რაც პარლამენტში ვარ და ენებთან დაკავშირებით ევროპული ქარტიის განხილვა არსად გამართულა“.

სამველ პეტროსიანის თქმით, ახალქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება პარლამენტისთვის ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების მოწოდებით ოფიციალურად მიემართათ, არ შესრულებულა, ანუ ოფიციალური დოკუმენტი პარლამენტში არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარლამენტისგან ევროპული ქარტიის რატიფიცირება და ახალქალაქში სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება უნდა მოეთხოვათ. წერილი მაშინვე არ გაიგზავნა, რადგან მასში ცვლილებები უნდა შეეტანათ.

მას შემდეგ პარლამენტში წერილის გაგზავნა-არ გაგზავნის საკითხი ტაბუდადებულ თემად იქცა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა კითხვაზე, მიაღწია თუ არა წერილმა პარლამენტამდე, გვიპასუხა: „წერილი მივიდა იქ, სადაც საჭირო იყო“. ჩვენმა მცდელობებმა, ადრესატის კონკრეტიზება მოგვეხდინა, ამაოდ ჩაიარა, პასუხი იგივე იყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში ევროპულ ქარტიაზე მსჯელობა გახშირდა. ქართველ პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ევროპული ქარტიის რატიფიცირება სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის ავტომატურად მინიჭებას არ ნიშნავს.

კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი სერგეი მინასიანი ფიქრობს, რომ შესაძლოა საქართველომ ევროპული ქარტიის რატიფიცირება სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების გარეშე მოახდინოს: „დიახ, შეუძლიათ ჯავახეთისთვის სტატუსის გარეშე მოახდინონ ქარტიის რატიფიცირება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს რეალური რატიფიცირება არ იქნება“.

ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა მიიჩნევს, რომ ახალქალაქი ქარტიის ჩარჩოებში არ შედის: „ამ ქარტიაში ახალქალაქი არ შედის, თუ ჩვენ გვინდა, შეგვიძლია შევიტანოთ, მაგრამ ახალქალაქმა და ჯავახელმა სომხებმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება სომხურ ეთნოსთან არ უნდა მოახდინონ და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი ეთნიკური ჯგუფი გვაქვს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ქარტიის პრინციპების თავისუფალი ინტერპრეტაცია იქნება“.

სომეხი პოლიტოლოგი მელუას მოსაზრებით გაოცებულია. „ანუ თბილისისა და სომხეთის სომხები სხვა სომხებია და ჯავახეთში მცხოვრებლები სხვა ეთნოსი უნდა იყოს?“, - ამბობს სერგეი მინასიანი და ამატებს: „ეს უბრალოდ პოლიტიზებული ინტერპრეტაციაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც ქარტიის, არც ჩარჩო ხელშეკრულების დებულებებთან, რომელიც მიზნად ჯავახეთის პირობებში მისი გამოყენებით შთამბეჭდავი შესაძლებლობების შექმნას ისახავს“.

სამველ პეტროსიანის აზრით, ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ რატიფიკაცია სომხური ენის სტატუსს ავტომატურად არ ნიშნავს, ამისთვის საფუძველიც აქვთ: „შეიძლება ასევე ითქვას, რომ სწორსაც ამბობენ, რადგან თუ ჩვენ თავად განვიხილავთ საქართველოს კანონსა და ევროპის ჩარჩო კონვენციას, ვნახავთ, რომ ვინმემ უნდა მოგვცეს სტატუსი, რომ ჩვენ საქართველოში ეროვნულ უმცირესობას წარმოვადგენთ. ოფიციალურად ჩვენ ეს სტატუსი არ გვაქვს. სტატუსის მინიჭება უნდა მოვითხოვოთ. აქამდე კი არავის მოუთხოვია. თუ ჩვენ ეროვნულ უმცირესობად არ გვაღიარებენ, რეგიონული ენა შეგვიძლია დავივიწყოთ“.

რომელმა სახელმწიფო ორგანომ უნდა გასცეს ეროვნული უმცირესობის სტატუსი, კანონში გაწერილი არ არის.
„ვფიქრობ,მთავრობის წინაშე ეს საკითხი მუნიციპალიტეტმა უნდა დააყენოს“, - აცხადებს სამველ პეტროსიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
რეგიონული ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
რას დაჰპირდა სამველ პეტროსიანი ვაჩიანელებს?