FM97.5 / LIVE

აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”

მთავარიპოლიტიკა 21.03.2013
ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი ამბობს, რომ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯელობის მიზნით.

აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
”მიმაჩნია, რომ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქტუალური თემაა. მაგრამ, ამ საკითხის მიღება ფორსირებულად და საზოგადოებრივი დისკუსიის, ექსპერტების და პოლიტიკოსების მსჯელობის გარეშე მხოლოდ ზიანს მიაყენებს პროცესს და ქართულ-სომხურ ურთიერთობებს, ვინაიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ნაწილში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ამ საკითხთან დაკავშირებით”, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კარგად ესმოდეთ რას ნიშნავს რეგიონული ენის სტატუსი, და რა შედეგი შეიძლება დადგეს მისი აღიარებით: ”ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უპრიანი იქნებოდა არა რეგიონული ენის სტატუსის მოთხოვნა, არამედ სომხური ენის მიღება საქმის წარმოების ენად სამცხე ჯავახეთში, რაც ეფუძნება საქართველოს მიერ უკვე რატიფიცირებულ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის (FCNM) მე-10 მუხლს. ინფორმაციისთვის კი დავამატებდი რომ მათ, ვინც ხშირად დავდივართ რეგიონში, ზუსტად ვიცით, რომ ძირითადად ისედაც სომხურ ენაზე მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურები, როგორიცაა მუნიციპალური სხდომები, კომუნიკაცია და ა.შ”.

აგიტ მირზოევი ამბობს, რომ ეთნიკური სომხების მოთხოვნა რომ სამართლიანია, სადაო საკითხი არ არის, თუმცა, მისი რეალიზებისთვის დროის სწორად შერჩევა, კარგად ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, საზოგადოებრივი დისკურსი და საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობაა საჭირო.

შეგახსენებთ, 14 მარტს, ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა გადაწყვიტეს პარლამენტს ”რეგიონული და უმცირესობათა ენის შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიკაციის მოთხოვნით მიმართონ. საკრებულოში პარლამენტში გასაგზავნ ტექსტზე მუშაობა დაწყებულია.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
ადგილობრივების შეფასებები ენის სტატუსის შესახებ