FM97.5 / LIVE

რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას

მთავარიპოლიტიკა 15.03.2013
„რესპუბლიკელების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები “რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიკაციის მეშვეობით.

რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
„1999 წელს, ევროკავშირში ინტეგრაციისას,საქართველომ ევროპული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიკაციის პასუხისმგებლობა იკისრა. ვეყრდნობით რა ფაქტს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა, მაგრამ არ მოუხდენია ამ ქარტიის რატიფიცირება, ვფიქრობთ, რომ საქართველოს რეგიონების ეროვნული უმცირესობების დაცვა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს მშენებლობაში, რომელიც ემყარება დემოკრატიული და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებს, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული თვითმმართველობების ჩარჩოებში, მხედველობაში ვიღებთ რა ევროკავშირის უსაფრთხოების საბჭოს გაწეულ შრომას, განსაკუთრებით 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტს, 1990 წლის კოპენჰაგენის საბჭოს დოკუმენტს და ასევე მხედველობაში ვიღებთ, რომ რეგიონული ენებისა და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა და განვითარება არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის საზიანოდ და ვფიქრობთ მისი შესწავლის აუცილებლობაზე, ვითხოვთ ქარტიის რატიფიცირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება საკრებულოს წევრებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ სარგის უზუნიანმა წარუდგინა. განცხადების ძირითადი შინაარსი საკრებულოს დეპუტატებმა დადებითად მიიღეს, თუმცა, რამდენიმე დეპუტატმა დამატებების შეტანის წინადადებები წამოაყენა.

„აგრარული“ ფრაქციის წარმომადგენელმა მერუჟან ეზოიანმა დამსწრეებს შესთავაზა განცხადებაში აღენიშნათ, რომ ეს საკითხი ადრეც იყო დასმული.

„ადრინდელ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, რადგან 1999 წლიდან მოყოლებული ეს საკითხი პერიოდულად ისმებოდა, ეს დღევანდელი საკითხი არ არის, ეს ხალხის რეალური მოთხოვნაა. ადრე ადგილობრივ ხელისუფლებასთან განხილვები ტარდებოდა. დეპუტატები ხელს აწერდნენ და სახელმწიფოს მიმართავდნენ“, - განაცხადა ეზოიანმა.

ასევე წინადადებით გამოვიდა „სამცხე-ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭოს“ წარმომადგენელი მელს თოროსიანი.

„კონვენციაში კონკრეტულად სომხურ ენაზე მინიშნება არ არის გაკეთებული, ანუ ჩვენ ვითხოვთ, რომ მოცემული საკითხი განხილულ იქნას და მოხდეს ქარტიის რატიფიცირება, მაგრამ არ აღვნიშნავთ, რომ სომხები ვითხოვთ სომხური ენის, როგორც რეგიონული ენის დაცვას. ეს ცალკე კონვენციის ცალკე პუნქტია, ამის არევა არ შეიძლება, თუ არ აღვნიშნავთ, შეიძლება სიის მიღმა აღმოვჩნდეთ“, - ამბობს იგი.

[აღუნიკ აივაზიანი,ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”