FM97.5 / LIVE
">

რას დაჰპირდა სამველ პეტროსიანი ვაჩიანელებს?

მთავარიპოლიტიკა 26.06.2013
"სომხური ენის საკითხი კომიტეტის სხდომებზე წარვადგინე, ის კვლავ გადაუჭრელია, მაგრამ გარდა იმისა, რომ საკითხი ოფიციალური გზითაა წარდგენილი, კულუარებში ვესაუბრე თითქმის ყველა დეპუტატს, უნდა შევძლოთ ევროპული ქარტიის რატიფიცირება”.

რას დაჰპირდა სამველ პეტროსიანი ვაჩიანელებს?
ეს განაცხადება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა ვაჩიანის მცხოვრებლებთან შეხვედრისას გააკეტეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა სამველ პეტროსიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შვიდი თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და მათი პრობლემები მოისმინა.

პეტროსიანმა წინასაარჩევნო პერიოდის დაპირებები გაიხსენა. მათ შორის, ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი: სომეხთა გენოციდისა და სომხური ენის სტატუსის აღიარება.

"სომხური ენის საკითხი კომიტეტის სხდომებზე წარვადგინე, ის კვლავ გადაუჭრელია, მაგრამ გარდა იმისა, რომ საკითხი ოფიციალური გზით არის წარდგენილი, კულუარებში ვესაუბრე თითქმის ყველა დეპუტატს, უნდა შევძლოთ ევროპული ქარტიის რატიფიცირება. თუ რატიფიცირება მოხდება, ჯავახეთში ძირითადი პრობლემატური საკითხები გადაწყდება", - განაცხადა პეტროსიანმა.

მისივე თქმით, იგი გენოციდის საკითხზეც მუშაობს. პარლამენტში ეს საკითხიც წერილობითი ფორმით შეიტანა. გარდა ამისა, გენოციდის აღიარების თხოვნით წერილებია გაგზავნილი საქართველოში მოქმედ ყველა საელჩოში.

ვაჩიანის მცხოვრებლებმა დეპუტატთან შეხვედრისას სოფლის გაზიფიცირება მოითხოვეს. მათ ისაუბრეს მშობიარობის სიძვირეზეც. გარდა ამისა, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მათ შეშფოთებას იწვევს ვაჩიანის ტბა, რომელიც დღითიდღე შრება.

სოფლის მოსახლეობამ განათლების პრობლემებზეც ისაუბრა. მათი თქმით, საჭიროა სკოლებში კადრების კვალიფიკაციას მიექცეს ყურადღება. გარდა ამისა, ადგილობრივებმა ქართულ-სომხური უნივერსიტეტის საკითხიც წამოწიეს: ”აუცილებელია, რომ ახალქალაქში გაიხსნას ქართულ-სომხური უნივერსიტეტი, რათა კურსდამთავრებულმა ადგილზე მიიღოს უმაღლესი განათლება და შეძლოს მუშაობა”.

”დეპუტატი არის შუამავალი რგოლი ხალხსა და ხელისუფლებას შორის”, - ამ სიტყვებით, სამველ პეტროსიანი ვაჩიანელებს პრობლემების მოგვარებისთვის კომპეტენტურ უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდა და დასძინა, რომ მსგავსი შეხვდრები სისტემატური უნდა გახდეს: ”ხალხთან კავშირი სწორედ ასეთი შეხვედრებია. არ მინდა მსაყვედურობდნენ, რომ ოთხ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მივდივარ ხალხთან”.

რას დაჰპირდა სამველ პეტროსიანი ვაჩიანელებს?

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა
სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”