FM97.5 / LIVE

ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”

მთავარიპოლიტიკა 25.03.2013
პოლიტიკური მეცნიერებების კანდიდატი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოცენტი ნარეკ გალსტიანი განმარტავს, რას მისცემს ენის სტატუსი საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”

- ”რეგიონული ენის სტატუსი ნიშნავს, რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე ქართული ენის პარალელურად ოფიციალურ დონეზე სომხურითაც ისარგებლებენ; ჯავახეთის ტერიტორიაზე სომხურენოვანი განათლების ორგანიზების საკითხი სამართლებრივად იქნება დაცული; ასევე ეს ნიშნავს ადგილობრივი, ტერიტორიული და რეგიონული მმართველობის ორგანოების საქმიანობაში სომხური ენის გამოყენებას“, – ამბობს ნარეკ გალსტიანი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მომხრეები ჯერჯერობით პასიურად, მაგრამ გარკვეულ დონეზე მაინც ფიქრობენ ”ეროვნული უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის“ რატიფიკაციის თემაზე. მისი თქმით, ამ საკითხის სწორედ აღნიშნულ დროს წინ წამოწევა განპირობებულია მოსახლეობის იმედით, რომ ივანიშვილის განხორციელებული პოლიტიკა სომხური ენის სტატუსის საკითხის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

”ცოტა დაიგვიანეს კიდეც. საქართველო ევროპულ ქარტიას 1999 წელს შეუერთდა, თუმცა, სომხეთისგან განსხვავებით, რომელმაც ეს ნაბიჯი 2001 წელს გადადგა, საქართველოს რეგიონული ენების კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია და შედეგად ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩვენ ენისა და შესაბამისად განათლების პრობლემა გვაქვს“, – ამბობს იგი.

შეიძლება თუ არა სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება საქართველოს სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის პრეცედენტად იქცეს და მათაც იგივე მოითხოვონ, ამ საკითხზე ნარეკ გალსტიანი შემდეგნაირად მსჯელობს: ”კონვენცია ყველა ეთნიკური ჯგუფის მშობლიური ენისთვის რეგიონული სტატუსის ”ისე, უბრალოდ“ მინიჭებას არ გულისხმობს. ამისთვის კონვენციაში საკმაოდ მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფები კონვენციიდან დიდი სარგებლის ნახვას შეძლებენ“.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში

ზალკალიანი ევროპის ქარტიის რატიფიკაციის შესახებ