FM97.5 / LIVE

აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.09.2020
21 სექტემბერს, აზერბაიჯანმა რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მობილიზაცია გამოაცხადა – მას შემდეგ, რაც სომხეთის საზღვართან, ახალი ესკალაციის დროს, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

აზერბაიჯანმა მობილიზაცია გამოაცხადა, სომხეთთან საზღვარზე მსხვერპლია - რა საფრთხეს ქმნის ეს?

მანამდე ორი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანში ომისთვის ემზადებიან.

ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებით – რუსეთი მხარეებს დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს და ამიტომ, შეტაკებები ხდება არა მთიან ყარაბაღში, არამედ ორი ქვეყნის საზღვარზე.

მოვლენების განვითარების ქრონოლოგია და ექსპერტის ანალიზი.

რა გაფრთხილებით გამოვიდა ილჰამ ალიევი

„ისინი (სომხეთი) ახალი ომისთვის ემზადებიან. მხარეების კონტაქტის ხაზთან ახლოს, მათი ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს.

ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თავს დავიცავთ, ისევე, როგორც თოვუზში (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 2020 წლის 12-16 ივლისს ვითარების გამწვავება)“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 სექტემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჩამოგდებული დრონი

მომდევნო დღეს, 20 სექტემბერს, გვიან საღამოს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ შამქორის რაიონში (სომხეთის საზღვართან ახლოს), სომხური დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

საზღვარზე მოკლული და დაჭრილი სამხედროები

21 სექტემბრის დილას, ერთდროულად ორი ახალი ამბავი მოვიდა – ერთი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილისა და მეორის დაჭრის შესახებ.

„21 სექტემბერს, დაახლოებით, 09:20 საათზე, თოვუზის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარზე მორიგი პროვოკაციის აღკვეთისას, დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის უმცროსი სერჟანტი ელშან ალი ოღლუ მამედოვი“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ კი განაცხადა, რომ თოვუზის რაიონში, სომხეთის ტავუშის რეგიონის საზღვართან, ჯარისკაცი გურბან აზად ოღლუ გურბანოვი მარჯვენა მხრის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა.

რეზერვისტთა მობილიზაცია

იმავე დღეს, 21 სექტემბერს, აზერბაიჯანის სამხედრო მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სასწავლო შეკრებაზე სხვადასხვა სპეციალობის მქონე რეზერვისტთა გაწვევის შესახებ განაცხადა.

კომენტარი

აზერბაიჯანელი სამხედრო მიმომხილველის, ასაფ გულიევის ინტერვიუ JAMnews-სთან:

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ომი არ იქნება. მართალია, ჩვენ ისედაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით მეზობელ სახელმწიფოსთან – საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ მსხვილმასშტაბიან შეტაკებებზე“.

იმის არგუმენტი, რომ ომი არ იქნება, რამდენიმეა – მიაჩნია გულიევს.

ეს მოიცავს აზერბაიჯანის ვალდებულებებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ასევე, დაპირისპირებული მხარეების აღჭურვილობას.

„ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი არ არის, რა ვითარებაში დაიღუპა ჩვენი სამხედრო მოსამსახურე. მაგრამ ორი მიზეზი შეიძლება იყოს.

პირველი – სომხეთი სადაზვერვო ხასიათის ოპერაციას ატარებს.

მეორე – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის მოვლენების შემდეგ, რუსეთი ცდილობს დიპლომატიურ დონეზე რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოს.

რუსეთი მხარეებს დიპლომატიური ნაბიჯებისკენ უბიძგებს. სწორედ ამ მიზეზით, შეტაკებები ხდება არა მთიან ყარაბაღში, არამედ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე.

რა თქმა უნდა, თუკი მოვლენათა განვითარება არ იქნება რუსეთის ინტერესების შესაბამისი, დაძაბულობის ახალი ესკალაცია გარდაუვალია“.

„დეზინფორმაცია“ – სომხური მხარის რეაქცია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა ოფიციალური ბაქოს განცხადებას ჩამოგდებული სომხური უპილოტო თვითმფრინავის შესახებ. სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა ისიც კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე „სასურველის რეალობად წარმოჩენას ცდილობს“.

ერევანი ამტკიცებს, რომ არ აქვს ინფორმაცია აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ. მაგრამ გაიხსენეს 16 სექტემბერს, „აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით“ კონტრაქტზე მყოფი სომეხი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება.

აქედან გამომდინარე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აყენებს „სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონტროლის მექანიზმების დაწესების აუცილებლობას, რომელიც მსგავსი უბედური შემთხვევების რისკს შეამცირებს“.

მასალა მომზადებულია JAMnews–ის ჟურნალისტების მიერ.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები დაიწყო
‘არა ომს’ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვში შეიკრიბებიან
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვიტონ
სომხეთი-აზერბაიჯანის დაპირისპირებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება