FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საკრებულოს წევრები მერიის მუშაობით უკმაყოფილოები არიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.09.2020
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეპუტატებს მერიის სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოები არ მოსწონთ. მათი თქმით, ხარვეზებით სრულდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები, სატენდერო დოკუმენტებში მითითებული მცირე თანხების და შეცდომების გამო, კი კომპანიები მონაწილეობას არ ღებულობენ.

ახალქალაქის საკრებულოს წევრები მერიის მუშაობით უკმაყოფილოები არიან

საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნით, მერიის სამსახურის უფროსებთან და სხვა თანამშრომლებთან შეხვედრა დღეს, 21 სექტემბერს გაიმართა.

„დეპუტატები ჩივიან, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოები სათანადოდ არ შესრულებულა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერის მოადგილე შალვა ბალახაძე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღიარეს თავიანთი ხარვეზები და დაპირდნენ, რომ ყველაფერი გამოსწორებული იქნება“, – ნათქვამია ახალქალაქის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის განმარტებით, ხარვეზებიან პროექტებზე საუბრობენ სოფლების, გოგაშენის, გომანის და სულდას დეპუტატები.

„კერძოდ საკრებულოს წევრი აშოტ საჰარიანი გოგაშენში მიმდინარე წყლის პროექტზე საუბრობდა, სულდას დეპუტატი დადეშის ხიდის რეაბილიტაციაზე. გომანის დეპუტატიც ამბობდა, რომ პროექტში ხარვეზებია და უნდა შესწორდეს“, - განაცხადა ირიციანმა.

გოგაშენის დეპუტატი კობა გოხაძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიები მონაწილეობას მცირე თანხის გამო არ ღებულობენ.

„ჩემთან პროექტში დარღვევა არ არის, უბრალოდ ტენდერში ცოტა თანხაა მითითებული და მონაწილე არ ჰყავს“, - გვითხრა გოხაძემ.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის მხრიდან დაშვებულ შეცდომებს გვიდასტურებს შალვა ბალახაძე, თუმცა კონკრეტულად რომელ პროექტში და რა ხარვეზია, არ ამბობს: „პროექტების მოცულობაში იყო შეცდომები, უკვე შევასწორეთ“.

ახალქალაქის მერიის შესრულებულ სამუშაოებზე უკმაყოფილება დეპუტატებმა პირველად, 18 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე გამოთქვეს, ამ დღესვე გადაწყდა, რომ ისინი პრობლემებზე სასაუბროდ მერიის თანამშრომლებს შეხვდებოდნენ.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ახალქალაქის საკრებულო: ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს