FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.10.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მერი, იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ ლომსაძე თბილისისა და გორის კლინიკებში არიან გადაყვანილები, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი კი სახლში მკურნალობს.

ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გაიოზ ლომსაძის თქმით, ის და ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი გამოხატული სიმპტომების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს, საკრებულოს თავმჯდომარე კი, მისი ინფორმაციით სახლში აგრძელებს მკურნალობას.

ვინ შეასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ ეტაპზე უცნობია. მერის მოვალეობის შემსრულებელი კი მისი მოადგილე, შალვა ბალახაძეა.

ბალახაძის ინფორმაციით, მერთან ახლო კონტაქტში მყოფი ერთი პირი თვითიზოლაციაშია, სხვა თანამშრომლების ანალიზების პასუხი კი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

მერთან ერთად, ინფიცირებულია მისი ოჯახის წევრებიც.

სამცხე–ჯავახეთში კორონავიურსით ინფიცირების 259 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
ვინ შეასრულებს ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
ახალციხეში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 52 პირია მოძიებული
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ოთარ არბოლიშვილი აირჩიეს
ბორჯომში მცხოვრები ახალგაზრდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა