FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება

მთავარისიახლე, განათლება 29.06.2018
ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში საზაფხულო არდადეგები გაუქმდა.

ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნატო ჩოხელი ამბობს, რომ მასწავლებლებს შვებულებები ივლისსა და აგვისტოში გადაუნაწილდებათ: „ამიტომ უწყვეტად ვიმუშავებთ. მანამდე სოფლის ბაღებში არდადეგები ისეც არ იყო, მხოლოდ ქალაქში ისვენებდნენ აგვისტოში, ახლა არც ერთ ბაღში აღარ გვექნება წყვეტა“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 ბაღში 2 013 აღსაზრდელი სწავლობს. ასევე, ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

„სოფლებში ეს პროცესი უწყვეტია, ქალაქში კი მიღება ყოველი თვის დასაწყისში შეგვიძლია“, – ამბობს ნატო ჩოხელი.

რამდენი აღასაზრდელი დარეგისტრირდა და რამდენის მიღება შეუძლიათ ქალაქ ახალციხის ბაღებში:

ახალციხის N1 საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 139 ბავშვია დარეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ 50 აღსაზრდელს აიყვანს.

ახალციხის N1 ბაგაში 37 განცხადება შევიდა და 37–ვეს მიიღებენ.

ახალციხის N6 ბაღში ამ ეტაპზე 15 განცხადებაა შესული, თუმცა 42 აღსაზრდელის მიღება შეუძლიათ.
ახალციხის N1 ბაგა–ბაღში 80 ადგილია.

ახალციხის N2 ბაგა–ბაღში 30 განაცხადია შესული და 60 აღსაზრდელის მიღება შეუძლიათ.
ახალციხის N3 ბაგა–ბაღში 50 ადგილია.

ახალციხის N4 ბაგა–ბაღში ამ ეტაპზე 15 განაცხადია შესული და 5 თავისუფალი ადგილია.

რაც შეეხება ახალციხი N5 ბაღს ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები ახალციხის ბაღებში
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
ახალციხის საბავშო ბაღებში არდადეგები იწყება