FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

მთავარისიახლე, განათლება 03.06.2020
2020 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში, სულ 550 აღსაზრდელს მიიღებენ, რეგისტრაცია 12 ივნისს დასრულდება.

ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

ქალაქ ახალციხეში მდებარე ბაღებში 400, ხოლო სოფლებში 150 თავისუფალი ადგილია. აღსაზრდელების მისაღებად რეგისტრაცია პირველი ივნისიდან დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა, მარინა მერაბიშვილმა განაცხადა, ქალაქში მდებარე ბაღებში უფროსი ჯგუფები თითქმის შევსებულია.

პირველ ეტაპზე მშობელმა სასურველ ბაღში განცხადება უნდა დაწეროს.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე საჭიროა შემდეგი დოკუმენტების მიტანა:

▶ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

▶ ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა–100, რომელშიც ასევე იქნება ინფორმაცია ჩატარებული აცრების შესახებ);

▶ ბავშვის დაბადების და მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

▶ ბავშვის ფოტო-სურათი.

როდის განახლდება ბაღებში სასწავლო პროცესი უცნობია, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე განათლების სამინისტროდან რეკომენდაციებს ელოდებიან.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბაღებში 158 აღსაზრდელი დარეგისტრირდა
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ