FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 22.06.2020
22 ივნისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 184 მოქალაქე იმყოფება, აქედან კარანტინს 181 პირი გადის, ხოლო თვითიზოლაციაში სამი ადგილობრივია. სამ დღეში საკარანტინო სივრცეში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინა.

სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა

სამცხე–ჯავახეთში საკარანტინო ზონების რაოდენობა ოთხამდე შემცირდა, ბაკურიანში 14 დღიან სავალდებულო კარანტინს მოქალაქეები ხუთის ნაცვლად სამ სასტუმროში გაივლიან.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში მყოფი 181 მოქალაქედან 11 ახალციხეში სასტუმრო „გრანდ პალასშია“ განთავსებული, ხოლო 170 მოქალაქე ბაკურიანის სამ სასტუმროშია გადანაწილებული.

ახალციხეში „ცხელების ცენტრის“ გაუქმების შემდეგ საეჭვო პაციენტები გორისა და თბილისის კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ.

20 ივნისს ახალციხის და ბაკურიანის საკარანტინო სივრცეებში კორონავირუსი ორ მოქალაქეს დაუდგინდა. ორივე მათგანი უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

„ჩვენთან სასტუმროში ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი, შუახნის კაცია, რომელიც დადასტურების შემდეგ გორის ჰოსპიტალში გადავიყვანეთ“, – განგვიცხადეს ახალციხის საკარანტინო ზონაში.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით სულ სამი მოქალაქე იმყოფება. სამივე მათგანი ახალციხეში სავალდებულო თვითიზოლციის რეჟიმშია.

საქართველოში – 22 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული, 761 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14, კარანტინის რეჟიმში 2 662 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 255.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება
ახალციხეში კარანტინში მყოფ ქალს COVID-19 დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა
ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება