FM97.5 / LIVE

ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 13.08.2020
13 აგვისტოს მონაცმებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 395 პირი იმყოფება, აქედან 3 78 მოქალაქე კარანტინშია, ხოლო თვითიზოლაციაში 17. რეგიონს ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა დაემატა.

ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში მყოფი 378 მოქალაქედან 115 ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასშია“ განთავსებული, ხოლო 263 მოქალაქე ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.

თვითიზოლაციაში რეგიონში17 პირი იმყოფება, აქედან 12 ახალციხეშია, ხოლო ხუთი ადიგენში, როგორც ადიგენის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ხუთივე მათგანი ადგილობრივია, ისინი ბოლო პერიოდში სვანეთში იმყოფებოდნენ და დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში არიან.

„სვანეთიდან ჩამოვიდნენ ადგილობრივები, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ, ამ ეტაპზე ტესტის გაკეთებას არ საჭიროებენ. ისეთი სამსახურის თანამშრომლები არიან, რომ ტესტი ჩატარებული აქვთ. თვითიზოლაციის დასრულებამდე გავუკეთებთ სავალდებულო ტესტს“,– განგვიცხადეს ადიგენის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

12 პირი იმყოფება სავალდებულო თვითიზოლაციაში ახალციხეში. „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ფატი (ნაირა) ხაბულიანს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 1 283–მდე გაიზარდა, ინფიცირებული პაციენტებიდან 1 068 გამოჯანმრთელდა, მათ შორის 17 გარდაიცვალა, ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 635 მოქალაქე.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 348 პირი იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა