FM97.5 / LIVE

3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
დაკავებულების ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, დაკავებული 3 პირის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

3 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
იმ სამი დაკავებულიდან, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთი სოფელ ჭელის მცხოვრებია, სამი კი სოფელ საირმის. რაინდი შანთაძე, ვახტანგ მარკოიძე და გენადი აბაშიძე ამ დრომდე სამმართველოს შენობაში რჩებიან.

ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ამ ადამიანების წინააღმდეგ ჯერ არ არსებობს მტკიცებულებები, ახლა მიმდინარეობს შეგროვება: „თუ 48 საათის განმავლობაში ვერ შეგროვებენ და ვერ წაუყენებენ ბრალს, გაათავისუფლებენ. არ არის გამორიცხული, რომ ბრალის წაყენებამდე გაათავისუფლონ“.

სამარჯიშვილი ამბობს, რომ ამ სამ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ,მათ ედავებიან პოლიციის თანამშრომლისთვის ქვის დაშენაში: „შეუძლებელია ამ სამ ადამიანს წინააღმდეგობა გაეწია ათობით სპეცრაზმელისთვის. აღნსავლური ორთაბრძოლების წარმომადგენლებიც რომ ყოფილიყვნენ, ამას მაინც ვერ შეძლებდნენ“.

შენობაში რჩებიან სხვა დაკავებულებიც, რომელთა მიმართაც საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, დაკავებულებს შორის არიან დაზარალებულებიც. ისინი უკვე მოინახულა ექსპერტმა: „დაიდება ექსპერტიზის დასკვნა მათი დააზიანებების შესახებ“.

იმ 6 დაკავებულის სასამართლო, რომელთა მიმართაც საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ხვალ, 27 აგვისტოს, გაიმართება.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ადიგენის სოფლების მცხოვრებლები. ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

როგორც ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთს“აჭარის მუფთმა განუცხადა, აჭარიდან მუსლიმები ახალციხეში ხვალ გამოემგზავრებიან, წალკიდან კი დღეს, ღამის 11 საათზე წავლენ. ტარიელ ნაკაიძის თქმით, მუსლიმები საქართველოს ყველა რეგიონიდან ახალციხეში ჩასვლას გეგმავენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხარეო სამმართველოდან ყველა დაკავებული გაათავისუფლეს
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მუსლიმები ამბობენ, რომ დაკავებულები რომც გაათავისუფლონ, მაინც არ დაიშლებიან
ახალციხის სასამართლოში ბოლო პროცესი დაიწყო
ახალციხის სასამართლომ სამ დაკავებულს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მუსლიმები დაკავებულების გამოშვებას ითხოვენ