FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.02.2020
2019 წელს რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი ჯილდო და დანამატი ახალქალაქში მიიღეს, ყველაზე ნაკლები კი ასპინძაში.

სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

გასულ წელს ახალციხის საკრებულოსა და მერიაში გაიცა 150 570 ლარი. მერიის 121–მა თანამშრომელმა ჯილდო ორ ეტაპად, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღო, ჯამში 137 330 ლარი. საკრებულომ კი აგვისტოსა და დეკემბერში გასცა, 12 თანამშრომელზე 13 240 ლარი.

ადიგენის საკრებულოს და მერიის 73–მა თანამშრომელმა ჯილდო ორჯერ, აგვისტოსა და დეკემბერში მიიღო. ჯამში 73 966 ლარი.

ადიგენის მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წელს გაცემული ფულადი ჯილდო, წლიური ხელფასის 10%–ის ოდენობას არ აღემატება.

ბორჯომის მერიასა და საკრებულოშო ჯილდოსა და დანამატის სახით 136 137 ლარი გაიცა. მერიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჯილდო და დანამატი არ მიუღიათ. კონკრეტულად რომელ პოზიციაზე, რა ოდენობის ჯილდო გაიცა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2019 წელს 174 732 ლარის ჯილდო და დანამატი გაიცა. მათ შორის საკრებულოს ორ თანამშრომელს თანხა ერთ თვეში სამჯერ დაერიცხა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წელს ფულადი ჯილდო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 110–მა თანამშრომელმა მიიღო. აღნიშნულმა თანხამ 82 760 ლარი შეადგინა.

2019 წელს ასპინძის მერიის და საკრებულოს თანმაშრომლებმა, ფულადი ჯილდო მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მიიღეს.მერიაში ამბობენ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტს მერს, როსტომ მაგრაქველიძესა და ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ფულადი ჯილდო არ მიუღიათ. კონკრეტულად, რამდენ თანამშრომელზე გაიცა 61 900 ლარი „სამხრეთის კარიბჭეს“ ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღია, ასევე არ გვაქვს პასუხი რომელ პოზიციაზე რა რაოდენობის ჯილდო გაიცა.

2018 წელს სამცხე-ჯავახეთის მერიებსა და საკრებულოებში პრემია–დანამატებისთვის ბიუჯეტებიდან, ჯამში, 338 951 ლარი დაიხარჯა.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მერიასა და საკრებულოში 61 900 ლარის ჯილდო გაიცა
ადიგენის მერიასა და საკრებულოში 73 966 ლარის ჯილდო გაიცა
ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა
ახალციხის მერიაში 2019 წელს 137 330 ლარის ჯილდო გაიცა
ნინოწმინდის მერიაში 2019 წელს 82 760 ლარის ჯილდო გაიცა
ბორჯომის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 136 137 ლარის ჯილდო გაიცა
‘მაგათ მიჰყავთ პარადი’ – ახალქალაქის საკრებულოში ერთ თვეში დანამატი და ჯილდო სამჯერ გასცეს