FM97.5 / LIVE

ვინ რამდენი ლარი დახარჯა მივლინებაში - აუდიტის მონაცემები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.06.2019
2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, სამცხე-ჯავხეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მივლინებებისთვის 1000 ლარი დაიხარჯა, საწვავში კი 9 251 ლარი. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

ვინ რამდენი ლარი დახარჯა მივლინებაში - აუდიტის მონაცემები
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ვიზიტი არდაგანში

სამი თვის მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯაავხეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, შრომის ანაზღაურების ხარჯმა 90 178 ლარი შეადგინა. შტატგარეშე შრომის ანაზღაურების ხარჯისთვის – 13 650 ლარი, მივლინებებში – 1000 ლარი, სამი ავტომობილით გადაადგილებში კი – 9 251 ლარი.

მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ ადმინისტრაციაში სულ 22 შტატიანი თანამშრომელია და ხუთი - შტატგარეშე.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში, მხარის გუბერნატორი და თანამშრომლები იმყოფებოდნენ:

3-3-ჯერ ადიგენსა და მის სოფლებში, ასევე ბორჯომსა და მის სოფლებში.

2-2-ჯერ ნინოწმინდასა და ბაკურიანში.

ერთხელ ახალციხის სოფლებსა და თბილისში.

რაც შეეხება მივლინებას, თებერვალში გუბერნატორი, სამუშაო ვიზიტით თურქეთში, არტაანის რეგიონში იმყოფებოდა.

სამივლინებო ხარჯების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნია ქვეყნის ცხრა ადმინისტრაციას შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

ცხრა გუბერნიაში, სამი თვის განმავლობაში, მივლინებებისთვის გახარჯული თანხა ასე გამოიყურება:

გუბერნატორის ადმინისტრაცია იმერეთში - 3 375 ლარი;
შიდა ქართლში - 2 171 ლარი;
კახეთში - 2 807 ლარი;
სამცხე-ჯავახეთში - 1000 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 952 ლარი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 880 ლარი;
ქვემო ქართლში - 864 ლარი;
გურიაში - 832 ლარი;
მცხეთა-მთიანეთში - 60 ლარი.

ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავბახეთის ადმინისტრაციაში პრემია ან დანამატი არ გაცემულა.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ საჯარო სამსახურებს, სამ თვეში მივლინებებზე 18.3 მლნ. ლარი დაიხარჯა, ეს თანხა დაახლოებით 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მხარჯავი უწყებების მიხედვით, მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა, 9.9 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა. თავად სამინისტროს ინფორმაციით, 9,540,489 ლარიდან 8,385,843 ლარი მისიებში დაიხარჯა, 859,670 ლარი ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთში მივლინებების ხარჯებია, 294,976 ლარი კი - ქვეყნის შიგნით მივლინებებზე მოდის.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი დახარჯა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2 წელში ხელფასებსა და პრემიებში
სამხარეო ადმინისტრაცია: აუდიტის დასკვნაში მოყვანილი მაგალითები რეალობას არ შეესაბამება
სამინისტრო:  3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
გუბერნატორების ადმინისტრაციაზე გამოყოფილი თანხის 70% ხელფასზე იხარჯება
პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში, მივლინებებში, 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა
157.826 ლარი სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო ოლქების ფუნქციონირებისათვის