FM97.5 / LIVE

რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო – მარინა ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 09.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია გამკაცრდეს რეგულაციების შესრულება და მის აღსრულებაზე კონტროლი.

რეგულაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებაა საჭირო – მარინა ეზუგბაია

როგორც, ეზუგბაია ამბობს ამ ეტაპზე საქართველოში „კოვიდცენტრებში“ 421 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია, 17 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმე.

„დღეს გვაქვს 44 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 12 გახლავთ ბათუმთან დაკავშირებული, 12–ია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის მქონე პირია, 5 შემოტანილი შემთხვევა, 3 სამედიცინო პერსონალია და ასევე 3 შემთხვევაზე გრძელდება წყაროს დადგენა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით, საჭიროა ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება.

„გუშინდელი მონაცემებით 45 და დღევანდელი 44 შემთხვევა მიუთითებს, რომ გარკვეულწილად ქვეყანაში ვირუსის მატებაა, რაც ითხოვს არსებული რეგულაციების კონტროლს და შესრულებას. ის რაც არსებობს დისტანცია, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენა, ეს უნდა გამკაცრდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 773–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა სულ 1 325 პაციენტი. გარდაცვლილია 19 პაციენტი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
მწვანე ზონიდან გადასულები ვართ – მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან  შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია
რეგულაციები უნდა გამკაცრდეს - ნიკოლ ფაშინიანი
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
57 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია