FM97.5 / LIVE

ახალციხეში მცირეწლოვანს მოტოციკლი დაეჯახა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2020
ახალციხეში, მოტორბოლელების შეჯიბრისას, მცირეწლოვანს მოტოციკლი დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იგი თბილისში გადაჰყავთ.

ახალციხეში მცირეწლოვანს მოტოციკლი დაეჯახა

შემთხვევა დღეს, 6 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გახდა ცნობილი, მოტორბოლა რაბათთან ახლოს, გორაზე გაიმართა.

„7 წლისაა ბავშვი, ამ შეჯიბრებაზე იყო, მაყურებლად. როგორც თქვეს, თავზე გადაუარა მოტოციკლმა, მძიმედ არისო“, – ამბობენ ადგილობრივები.

ბაიკერების შეჯიბრებაში მონაწილეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კლუბი იღებდა.

„ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მე მაღლა ვიყავი, ეს მოხდა სტარტთან. ეს ბიჭი თბილისელია, ვინც დაეჯახა და ბავშვი ახალციხელია. საქართველოს მასშტაბით იყო შეჯიბრი“, – ამბობს თვითმხილველი.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა: „პოლიტრავმა აქვს. კრიტიკური მდგომარეობაა. ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ველოდებით კატასტროფას, რომ თბილისში გადავიყვანოთ“, – განმარტავენ რეფერალურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  5 წლის ბავშვს  ავტომანქანა დაეჯახა
ახალციხეში მოტოციკლის დაჯახებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში 15 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ავარიისას დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა