FM97.5 / LIVE

ფილარმონიასთან აფეთქებისას ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაიცვალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.09.2020
თბილისში, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 26 წლის ბიჭი ბორჯომელი იყო. სავარაუდოდ, იგი კონდინციონერის დამონტაჟებისას ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ იმსხვერპლა.

ფილარმონიასთან აფეთქებისას ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ფოტო – ნეტგაზეთი


აფეთქება თბილისში გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

„აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა.“, – აცხადებენ შსს–ში.

გარდაცვლილი მეუღლესთან და 8 თვის შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. „თბილისში ხელოსნად მუშაობდა. გამოძახებით მიდიოდნენ და ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, კონდინციონერის დამონტაჟება, ონკანის შეკეთება, რაიმე ტექნიკის გამართვა. ალბათ, ახლაც ამას აკეთებდა“, – ამბობენ ახლობლები.

სამი დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ახალციხეში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა
ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა
ასპინძაში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა