FM97.5 / LIVE

‘მკოიანს ახლობლის გატაცებით დაემუქრნენ, კიდევ 5 მილიონს ითხოვენ’ – ადვოკატი

მთავარისიახლე, სამართალი 04.09.2020
ენზელ მკოიანის ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს კიდევ ერთხელ დაურეკეს და ამჯერად ახლობელი ადამიანის გატაცებით დაემუქრნენ, გარდა ამისა, მას ერთი კვირის ვადაში 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

‘მკოიანს ახლობლის გატაცებით დაემუქრნენ, კიდევ 5 მილიონს ითხოვენ’ – ადვოკატი

ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, დეპუტატს, ბოლოს 30 აგვისტოს დაუკავშირდნენ: „ურეკავენ და რუსულად ეუბნებიან, აპირებს, თუ არა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას. საუბარია 5 მილიონ ამერიკულ დოლარზე. მას პირდაპირ უთხრეს, თუ არ გადაიხდის თანხას მის საყვარელ ადამიანს წაიყვანენ და მას ვეღარ ნახავს. ასევე ეუბნებიან, რომ ისინი არ ხუმრობენ, რადგან უკვე მისი ძმის მანქანა ააფეთქეს და აღნიშნული თანხის გადახდას ერთი კვირის ვადაში სთხოვენ," - აცხდებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს: „გამოძიება არის ინერტული, არაფერს აკეთებს. დღემდე არ დაუკითხავთ ენზელ მკოიანი. ის არც დაზარალებულად არის ცნობილი. არ ვიცით რა ხდება საქმის მასალებში, წვდომა არ გვაქვს. წარმოიდგინეთ, გენერალურ პროკურორს სთხოვს ადამიანი, რომ ამოიღოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციიდან ეს საქმე და აიყვანოს პირად კონტროლზე, რადგან მასზე ხორციელდება თავდასხმები, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საქმე არის თაროზე შემოდებული“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

მკოიანის მიმართ მუქარის შესახებ ადვოკატმა პირველად, 10 აგვისტოს განაცხადა, მაშინ მურმანიშვილი ამბობდა, რომ დეპუტატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და პოლიტიკიდან წასვლას და 5 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

მკოიანზე სავარაუდო მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნების გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი
შსს: ‘მეორე შახტაში’ მცხოვრები ბიზნესმენისგან   50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა
‘შესაშინებლად პლასტმასის იარაღი აიღო, არ გაუსროლია’ - მკოიანის ადვოკატი
ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს
‘არმენ მკოიანის გათავისუფლებისთვის 20 000 ხელმოწერა შეგროვდა’ - ადვოკატი
‘მეორე შახტაში’ დაკავებულს ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან