FM97.5 / LIVE

‘მეორე შახტაში’ დაკავებულს ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან

მთავარისიახლე, სამართალი 21.12.2018
სამშენებლო კომპანია „ასტორიას“ მფლობელი და ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი ამბობს, რომ ბრალდებული მუქარის წერილს მისი ოფისის კართან ტოვებდა.

‘მეორე შახტაში’ დაკავებულს ბიზნესმენ მალხაზ მანველიშვილისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან

„ხელით დაწერილ წერილს ოფისის კართან დებდა. „ასტორიაში“ მუშაობდა წლები მძღოლად. წელიწადზე მეტი იქნება აღარ მუშაობს. მე არ გამიშვია, თვითონ წავიდა“, – გვითხრა მალხაზ მანველიშვილმა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მას დაკავებულზე ეჭვი არ ჰქონია: „მე რა ვიცი ვინ იყო [ვინც წერილს დებდა]. პოლიციას მივმართე და გამოიძიეს“.

მანველიშვილს სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს.

ტაქსის მძღოლი, ვალეში, „მეორე შახტაში“ 20 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლი, ასევე, სარდაფი და ავტომანქანა გაჩხრიკეს. მას ბრალი ბიზნესმენისთვის 50 000 ლარის გამოძალვაში ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებული ბიზნესმენს ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
შსს: ‘მეორე შახტაში’ მცხოვრები ბიზნესმენისგან   50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა
'მეორე შახტაში' დაკავებული ბრალს არ აღიარებს
ვალეში, 'მეორე შახტაში' შუახნის კაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 21 დეკემბერი [Audio]
ვალეში, „მეორე შახტაში“ სახურავებს ცვლიან
თანხის გამოძალვაში ბრალდებულს შვიდწლიანი სასჯელი შეუფარდეს