FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 11.08.2020
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის საქმეზე, შსს–მ გამოძიება დაიწყო. „ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ მას აშანტაჟებენ, სისოცხლის მოსპობით ემუქრებიან და 5 მილიონი დოლარის გადარიცხვას სთხოვენ.

ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ენზელ მკოიანთან დაკავშირებით გამოძიებას, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნების გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

10 აგვისტოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ბრიფინგზეგანაცხადა, რომ ენზელ მკოიანის მუქარის შემცველი ტექსტებით ორჯერ დაურეკეს.

„ეუბნებიან ჩამოშორდეს პოლიტიკას და მათ მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონი დოლარი დარიცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“, - აცხადებს მურმანიშვილი.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იგი ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანი მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ დაასახელა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მკოიანს ახლობლის გატაცებით დაემუქრნენ, კიდევ 5 მილიონს ითხოვენ’ – ადვოკატი
‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი
ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის
‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს