FM97.5 / LIVE

სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება

მთავარისაზოგადოება 03.12.2013
სოფლის ექიმებს საკუთარი ხელფასიდან მედიკამენტების შეძენა, იჯარისა და კომუნალური გადასახადების გადახდა აღარ მოუწევთ.

სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
ეთერ მერაბიშვილი 1999 წლიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების: აგარის, საყუნეთის, ზიკილიის, წინუბნისა და გურკელის მოსახლეობას ემსახურება. 2010 წლიდან ფიზიკურ პირად დარეგისტრირდა, ოჯახის ექიმის სტატუსი მიიღო და მუშაობა ახალი პროგრამითა და დაფინანსებით გააგრძელა.

ახალციხიდან სოფელ აგარაში ყოველდღე ავტობუსით მიდის და ტრანსპორტში დღეში 3.00 ლარამდე ეხარჯება. გარდა ამისა, ზამთრის სეზონზე, როცა ვირუსული ინფექციები მატულობს, სხვა სოფლებში ხშირად ფეხით უწევს სიარული.

„გარდა იმისა, რომ ტრანსპორტში გვეხარჯება ანაზღაურების ნაწილი, მედიკამენტებს ჩვენ ვყიდულობთ და კომუნალურებსაც ჩვენ ვიხდით", - ამბობს იგი და ამატებს, რომ რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახსრებით შეშის ყიდვაც მოუწიათ.

სოფლის ექიმის ხელფასი 500, ექთნის კი 350 ლარია.

„ხელფასიდან 20 პროცენტს საშემოსავლოს ვიხდით, ფაქტობრივად ხელზე 280 ლარს ვიღებთ. ამ თანხიდან საკმაოდ ხშირად ვყიდულობ მედიკამენტებსაც. როცა პაციენტთან მიდიხარ, მას იმედი აქვს, რომ უშველი, ამიტომ წამლის გარეშე ვერ მიხვალ“, - ამბობს ხათუნა დეკანოიძე, რომელიც სოფელ საყუნეთის ექთანია და ხელფასს 350 ლარს იღებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 47 სოფელს 44 ოჯახის ექიმი და ექთანი ემსახურება. სამედიცინო დაწესებულება კი მხოლოდ სოფლებში: აწყურში, აგარაში, მუგარეთში, კლდეში, სხვილისში, ვალეში, ანში, პამაჯში, წყალთბილაში, ნაოხრებში, საძელში, მინაძეში, ურაველსა და მუსხში ფუნქციონირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორია ყველგან არაა, ოჯახის ექიმი ყველა სოფელს ემსახურება. ხუთ სოფელს ერთი ექიმი ჰყავს და ყველა ექიმი ანალოგიური პრობლემეის წინაშეა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში სოფლის ექიმების ხელფასი 30%–ით გაიზრდება. ამასთან, მინისტრის თქმით, სოფლის ექიმებს აღარ მოუწევთ საკუთარი ხელფასიდან იჯარის, საკანცელარიო და კომუნალური ხარჯების გადახდა.

„დიდი ხანია დავასრულეთ გეგმა, რომელიც მოიცავს სოფლის ექიმების და რეგიონული სასწრაფო დახმარების სამსახურების ერთიან მართვის მოდელს. ამ მოდელის მიხედვით, სოფლის ექიმებს ხელფასი ექნებათ ხელფასად. ჩვენი გათვლებით, დაუყონებლივ იქნება შესაძლებელი მათი ხელფასების მინიმუმ 30%–ით გაზრდა და ის რასაც ხარჯავენ საკანცელარიო ნივთების შესაძენად, მედიკამენტებში, კომუნალურ გადასახადებში, თვითონ აღარ დახარჯავენ. რაც სჭირდება სოფლის ამბულატორიის ფუნქციონირებას, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

სოფლის ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მოსწონთ და ამბობენ, რომ თუ სამინისტრო ამბულატორიებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს და კომუნალური გადასახადებს დაფარავს, მაშინ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
სოფლის ექიმებს მედიკამენტების საკუთარი სახსრებით შეძენა აღარ მოუწევთ
წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ხელფასი 100 ლარით გაეზარდა
ვის ეზრდება ხელფასი 2020 წლიდან – გიორგი გახარიას დაპირება
მაღალმთიან სოფლებში პირველადი ჯანდაცვა ისევ მიუწვდომელია