FM97.5 / LIVE

ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში

მთავარი 18.05.2012
როგორ მუშაობენ სოფლის ექიმები და სარგებლობს თუ არა სოფლის მოსახლეობა ამბულატორიული მომსახურებით

ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში

ახალციხის მუნიციპალიტეტის 47 სოფელს 44 ოჯახის ექიმი და ექთანი ემსახურება. მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მათ მუშაობას შპს “უნიმედი სამცხე” კურირებს, რომელმაც ოჯახის ექიმებთან ხელშეკრულებები უკვე გააფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულება ყველა სოფელში არ არის, ოჯახის ექიმი ყველა სოფელს ემსახურება. ექიმის მომსახურება უფასოა და სოფლის მოსახლეობას ამბულატორიებში ან ბინაზე გამოძახებით ემსახურებიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში სოფლის ამბულატორია წლებია ფუნქციონირებს. მოსახლეობა სამედიცინო მომსახურებისთვის ახლაც ამ შენობით სარგებლობს. ორი წლის წინ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით ორი ოთახი გარემონტდა. დანარჩენი ორი ოთახი კი გასარემონტებელია და ახლა არ სარგებლობენ. სოფელ ურაველს, ხეოთს და წყორძას ერთი ოჯახის ექიმი ემსახურება.

სოფელ ურავლის ექთანი ლიზა მურვანიძე ამბობს, რომ პაციენტები ხშირად აკითხავენ და გამოძახებებიც ბევრია. წნევის გასაზომად, ნემსის ან გადასხმის გასაკეთებლად ან სხვა პირველადი დახმარების გასაწევად, სოფლის მოსახლეობას ექიმის ან ექთნის გამოძახება ნებისმიერ დროს შეუძლია.

“ძალიან დიდი დატვირთვით ვმუშაობთ. იმის გამო, რომ ქალაქში ექიმის მომსახურება ფასიანია, მგზავრობაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, მოსახლეობა ჩვენ უფრო გვაკითხავს. ღამის ორ და სამ საათზეც გვქონია გამოძახებები”, - ამბობს ლიზა მურვანიძე.

სოფელ მუსხის, ანდისა და ანდრიაწმინდის, ოჯახის ექიმის მანანა ოქრომელიძის თქმით, მედიკამენტებს საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. ამისათვის ხელფასში გარკვეული თანხაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სოფლის ამბულატორიებში აცრებიც ტარდება, რისთვისაც მედიკამენტებს სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან იღებენ.

“ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი კონკტიგენტის მოთხოვნა, რამდენი ჰიპერტონიკი გვყავს, რა მდგომარეობაა უბანზე, რა მედიკამენტი გვჭირდება, ამის მიხედვით ყოველთვიურად ვყიდულობთ საჭირო რაოდენობის წამლებს”, - ამბობს მანანა ოქრომელიძე.

ძირითადი ჩივილები, რითიც სოლფის მოსახლეობა ოჯახის ექიმს აკითხავს გულის და სასუნქი გზების პრობლემებია.

“მაღალი წნევა, ზაფხულობით კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ინფექციები უფრო ნაკლებად, რადგან ძალიან სუფთა გარემოში ვცხოვრობთ, ბუნებრივი წყლებია და ამიტომ ინფექციები იშვიათია”, - განმარტავს ლიზა მურვანიძე.

სოფელ მინაძეს, ჭაჭარაქს და ღრელს ნანული ბალახაშვილი ემსახურება, რომელიც მინაძის ამბულატორიაში კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათ მოდის, დანარჩენ შემთხვევაში კი პაციენტებს სოფლის ექთანი მკურნალობს.

სოფელ მინაძის ექთანი ირმა ზედგინიძე ამბობს, რომ უმეტესად ბავშვებთან უწევთ მუშაობა, რომლებსაც აცრებს უტარებენ. თუმცა, ყველა ასაკის ადამიანი აკითხავს: “ჩვენთან ტადრება აცრები და გამოძახებების დროს პაციენტს ბინაზე ვაკითხავთ”.

სოფელ მინაძეში მცხოვრები 82 წლის ნინო ინასარიძე სოფლის ექიმს ხშირად აკითხავს. ამბობს, რომ გამოძახება ღამის საათებშიც დასჭირვებია: “ექიმთან ხშირად დავდივარ. ცოტა ხნის წინ მწერმა მიკბინა და შემისივდა, ქალაქში წასვლა არ დამჭირდა, ჩვენმა ექიმმა სპეციალური ასაცრელი ნემსი გამიკეთა, რომ ინფექცია სისხლში არ გადავიდესო”.

მიუხედავად იმისა, რომ აცრები სოფლებშიც ტარდება, სოფელ ურაველში მცხოვრები მზია ლომსაძე წლინახევრის შვილს აცრებს ახალციხეში უტარებს: “ბავშვი უმეტესად ახალციხეში დაგვყავს ექიმთან. თუმცა, მე როცა ვმკურნალობდი გადასხმა დამჭირდა და ჩვენი სოფლის ექთანი მომემსახურა”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
სამი სოფელი ერთი ექთნის იმედად [Video]
მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე ექიმები ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ
რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს – ამირან გამყრელიძის განმარტება
წინუბანსა და გურკელში უბნის ექიმის ასვლას კვლავ უშედეგოდ ელიან