FM97.5 / LIVE

სოფლის ექიმებს მედიკამენტების საკუთარი სახსრებით შეძენა აღარ მოუწევთ

მთავარისაზოგადოება 08.11.2013
სოფლის ექიმების დაფინანსებისა და სოფლის ამბულატორიების იურიდიული სტატუსის თემა განიხილეს დღეს, 8 ნოემბერს,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე.

სოფლის ექიმებს მედიკამენტების საკუთარი სახსრებით შეძენა აღარ მოუწევთ
სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო და მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სოფლის ექიმებს შეხვდნენ. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, სოფლის ექიმების დაფინანსების თემაც. სადაზღვევო კომპანიების სახელფასო დავალიანებების საკითხზე, სოფლის ექიმთა უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარებულია.

განსახილველ საკითხთა შორის იყო სოფლის ამბულატორიების იურიდიული სტატუსიც. ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს სახელწოდებით: „პირველადი ჯანდაცვა სოფლად“. მასში ასახული იყო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სოფლის ამბულატორიების პრობლემები.

მინისტრის მოადგილის მარიამ ჯაშის განცხადებით პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება და სოფლად 81 ამბულატორია აშენდება, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით. მოგვარდება სოფლის ამბულატორიების იურიდიული სტატუსის საკითხიც. ექიმებს აღარ მოუწევთ საკუთარი სახსრებით იზრუნონ მედიკამენტების შეძენასა და კომუნალური გადასახედების გადახდაზე. ამ ყველა პრობლემის გასაჭრელად უკვე არსებობს ორი სამუშაო ვარიანტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოზე უკვე განიხილეს.

მარიამ ჯაშმა, სოფლის ექიმებებს 2014 წლის 1 იანვრიდან რეცეპტების სისტემაზე გადასვლის დეტალებიც გააცნო. ასევე განუმარტა ინფორმაცია სამინისტროს მიერ დასამტკიცებელი ახალი პროტოკოლების შესახებ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
მაღალმთიან სოფლებში პირველადი ჯანდაცვა ისევ მიუწვდომელია
დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა [R]