FM97.5 / LIVE

რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.11.2016
მომავალი წლისათვის დაგეგმილი პროექტები და მათთვის განსაზღვრული თანხები – ახალციხის მერიაში დღეს მომავვალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საჯარო განხილვა შედგება.

რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა

მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის განხილვა დაგეგმილია, 15:00 საათზე, შალვა ახალციხელის №2 -ში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, სხდომათა დარბაზში. ბიუჯეტის განხილვაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შეგახსენებთ, დღეს დილით ბიუჯეტის განხილვა იყო ადიგენშიც, ახალციხის თემმა კი ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე მოაწყო.

ბიუჯეტის პროექტების მიხედვით, მესხეთის მასშტაბით, ამ დროის მონაცემებით, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, – 14.000.700 ლარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს; ყველაზე ნაკლები, – 3.000.550 ლარი, კი ასპინძას. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 4.171.900 ლარით განისაზღვრა; ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 6.320.000 ლარია; ქალაქ ახალციხის ბიუჯეტის პროექტი კი 7.908.000 ლარით განისაზღვრა.

საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით, საკრებულოებს ბიუჯეტის პროექტები 15 ნოემბრამდე გადაეგზავნათ. წარდგენიდან 5 დღის ვადაში, საკრებულოებმა პროექტები საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნეს და საზოგადოებასთან საჯარო განხილვები დაიწყეს.

საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი, შენიშვნებით (მათი არსებობის შემთხვევაში), გამგეობას/მერიას 25 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს; აღმასრულებელი ორგანო კი შესწორებულ საფინანსო დოკუმენტს საკრებულოს უკან 10 დეკემბრამდე დაუბრუნებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
დღეს ახალციხის თემის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
ასპინძის ბიუჯეტის პროექტი  4 მლნ–მდე ლარით განისაზღვრა
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში ბიუჯეტების განხილვა იწყება