FM97.5 / LIVE

'კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა' - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე განაცხადა, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და პოლიცია შესაბამის ზომებს იღებს.

'კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა' - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე

დღეს, ცხრა აგვისტოს, შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთში ჩამოსული მთავრობის წარმომადგენლებიდან, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენტარი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა გააკეთა.

„ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, მოხდა მკვლელობა, კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა, თუმცა პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მალე ჩამცხრალიყო ვითარება. დამნაშავე დაკავებულია“,- განაცხადა სუბარმა.

საზეიმო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალქალაქის ინციდენტზე ჰკითხა, თუმცა მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.

ფაქტზე კომენტარის გაკეთება არც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისურვა – „ახლა აქ ამის დრო არ არის“,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის.

მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა' – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი
'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]
‘ნინოწმინდასა და ახალქალაქში კარანტინი არ გამოცხადდება’- სოზარ სუბარი
ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
სოზარ სუბარი: ებრაელებისა და ქართველების მეგობრობაში ახალციხის დიდი წვლილია