FM97.5 / LIVE

‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა' – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს გულიკამიდან ახალგაზრდები ახალქალაქში სასტუმრო „არტსეგის“ მეპატრონის ა.გ–ს მოთხოვნის შემდეგ ჩავიდნენ. სახლების და სასტუმროს გადაწვა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა გაირკვა, რომ ა.გ–მ მათი მეგობარი მოკლა.

gulikamis-mosaxleoba

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში გუშინ, რვა აგვისტოს მოკლული 27 წლის ბიჭს გლოვობენ. სოფელში უმეტესობას კომენტარის გაკეთება არ სურს, ვინც ინტერვიუზე დაგვთანხმდა, გვითხრა, რომ სასტუმროს მეპატრონეს შვილსა და გულიკამელ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წლების წინ დაიწყო და პერიოდულად მწვავდებოდა ხოლმე.

„სასტუმროს გარდა იმ ოჯახს კაზინო და კიდევ ძალიან ბევრი ობიექტი აქვს. ერთ–ერთი ჩხუბი სწორედ კაზინოში მოხდა, როგორც ჩანს ა.გ–ს არ სიამოვნებდა გულიკამელების კაზინოში ყოფნა და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა–ხოლმე. ამის გარდა ჩხუბი კიდევ მოუვიდათ სასტუმროს დაჯავშნის ამბავზეც. ხშირად იყო კონფლიქტი, მაგრამ არ მეგონა საქმე მკვლელობამდე თუ მივიდოდა“, – ამბობს ადგილობრივი მნაცაკან აივაზიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბი მაშ შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმროს მეპატრონის შვილმა ა.გ–მ გულიკამელები საქმის გასარჩევად ახალქალაქში დაიბარა.

გულიკამში მცხოვრები ნურა ქოსიანი იხსენებს რომ, რვა აგვისტოს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ახალქალაქში ორჯერ წავიდნენ: „დილით მთელი ახალგაზრდობა გაიკრიფა, პირველ საათზე ყველა უკან დაბრუნდა, საღამოს ისევ წავიდნენ და მერე ეს ამბავი გავიგეთ, რა მოხდა არ ვიცით, გარდაცვლილი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, ქორწილის გადახდას აპირებდნენ ორსულადაა მისი მეუღლე“.

გულიკამელები ამბობენ, რომ ახალქალაქში სახლების გადაწვის მიზეზი 27 წლის ბიჭის მკვლეობა გახდა: „დაიბარა სოფლის ახალგაზრდები და ჩამოდით, თქვენთან საქმე მაქვსო. ა.გ–ს უნდა დაერტყა პირველი, ვ.მ–მ აიცილა და თვითონ დაასწრო. ა.გ–მ იარაღი ამოიღო და გულში ესროლა. ამის გამო გააგრესიულდა ხალხი და წავიდა სახლების დასარბევად. მკვლელობის შემდეგ ა.გ იმ ადგილზე აღარ იყო, როგორც ჩანს პოლიციამ მალევე აიყვანა“, – ჰყვება „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთ–ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია ორი მანქანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დამწვარი სახლებიდან ორი, სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ორი დაზიანებული მანქანიდან ერთი გულიკამელებისაა, მეორე კი სასტუმროს მეპატრონის.

მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

damtvreuli-manqana

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა' - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე
სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]
'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
‘თუ ახალგაზრდებს დააკავებენ თავს დავიწვავ’ – გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მამა
'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი  მუშა დაშავდა
ახალქალაქში დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა