FM97.5 / LIVE

‘ნინოწმინდასა და ახალქალაქში კარანტინი არ გამოცხადდება’- სოზარ სუბარი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
მას შემდეგ, რაც ახალქალქისა და ნინოწმინდის მაჟროტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ სომხეთიდან დაბრუნებული 500-მდე სტუდენტი საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს, მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობით მედია დაინტერესდა.

‘ნინოწმინდასა და ახალქალაქში კარანტინი არ გამოცხადდება’- სოზარ სუბარი

ჟურნალისტების კითხვაზე, სტუდენტების დაბრუნების შემდეგ, ხომ არ იგეგმება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონებად გამოცხადება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა: “ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”.

ერევანში განათლების მისაღებად წასული სტუდენტების საქართველოში დაბრუნების შესახებ, ენზელ მკოიანმა საინფორმაციო სააგენტო 2020news.ge-სთან ისაუბრა.

„ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც თბილისში სწავლობენ და რომლებიც ერევანში სწავლობენ. სომხეთში უნივერსიტეტები დაკეტეს. ამ სტუდენტებმა გადაწყვიტეს, ოჯახებში დაბრუნებულიყვნენ და ერევანში, საერთო საცხოვრებლებში , ახლობლების სახლებში, ან ნაქირავებ ბინებში არ დარჩენილიყვნენ. უკან რომ დაბრუნდნენ, საზღვარზე მკაცრად შეუმოწმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუზომეს სიცხე და გადაიყვანეს სასტუმროებში, ან სახლებში დატოვეს, იზოლაციაში რომ ყოფილიყვნენ. ახლაც კონტროლქვეშ არიან. ამ ეტაპზე მათ ვირუსი დაფიქსირებული არ აქვთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10 ;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 252;

კარანტინის რეჟიმში - 4055 პირი.

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება' – მარინა ეზუგბაია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს - ეზუგბაია
‘სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება’ - მეზვრიშვილი
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინდა
ლუგარის ლაბორატორიიდან 9 დღის ახალშობილის პასუხს ელოდებიან - COVID-19
ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია