FM97.5 / LIVE

'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2020
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ახალქალაქში კონფლიქტი დროულად ვერ შეაჩერა, რის გამოც დაიღუპა ერთი ახალგაზრდა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი.

'ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა' - ირმა ნადირაშვილი ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

„მინდა გამოვთქვა შეშფოთება „ევროპული საქართველოს“ სახელით იმ გაუგებრობაზე, იმ ქაოსზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გუშინ და მთელი წუხანდელი ღამის განმავლობაში ახალქალაქში. ამას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გვქონდა სურათი, როდესაც ახალქალაქში ათეულობით ადამიანი, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ესროდა, უპირისპირდებოდა. ეს კონფლიქტი ქალაქის ცენტრიდან გადავიდა საავადმყოფოსთან, სადაც 15 მეტრში არის უშიშროების მთავარი სამმართველო და აქ ათეულობით ადამიანი ისევ ანგარიშს უსწორებდა ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები, გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში", – აცხადებს ნადირაშვილი "ინტერპრესნიუსთან".

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, "სახელმწიფოს, მთლიანად ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა. კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა“.

ცნობისთვის, ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გუშინ, რვა აგვისტოს საღამოს მოხდა, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი, დამწვარია ოთხი სახლი, ერთი სასტუმრო და ერთი ჯიხური, დაზიანებულია მანქანები.

მომხდარის შემდეგ შსს–მ ერთი პირი დააკავა, მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაშავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე ახალქალაქში სიმშვიდეა, ვითარებას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'კრიმინალური შურისძიების აქტს ჰგავდა' - სოზარ სუბარი ახალქალაქში მომხდარზე
‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა' – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი
'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
დაპირისპირება ახალქალაქში – ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი
სახლების და სასტუმროს გარდა დამწვარია დაპირისპირებაში მონაწილე პირის ჯიხურიც [ფოტო]
დაპირისპირება ახალქალაქში - დაწყებულია გამოძიება