FM97.5 / LIVE

ჯავახეთში ‘ევროპული საქართველოს’ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არსენ კარაპეტიანი იქნება.

ჯავახეთში ‘ევროპული საქართველოს’ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი იქნება

არსენ კარაპეტიანი მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს, 3 აგვისტოს პარტიის გენერალურმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ წარადგინა.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიბრძოლო მაჟორიტარობისთვის, ჩემს ულამაზეს მშობლიურ ჯავახეთში. ეს არის განსაკუთრებული არჩვენები, მიზანიც არის ერთი - დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და უფრო მზად ვართ, რომ გავიმარჯვოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ მმართველობიდან ოლიგარქი, ქურდები და მაფიოზები. გპირდებით მომავალ ძლიერ საქართველოში ერთ–ერთი უძლიერესი კუთხე იქნება ჩემი ლამაზი ჯავახეთი", - აღნიშნა გამოსვლისას კარაპეტიანმა.

იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

წლების განმავლობაში კარაპეტიანი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე, იყო ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი.

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად დღეს, 3 აგვისტოს ალექსანდროვის ბაღში დაასახელა. ამით პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ნაცმოძრაობამ' ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
‘ნაციონალებმა’ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მაჟორიტარი შეარჩიეს
'ევროპულ საქართველოს' სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
ყოფილი გამგებელი მაჟორიტარობის კანდიდატად