FM97.5 / LIVE

„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა

მთავარისიახლე, არჩევნები 07.09.2017
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატად ბაქარ შირაძე დაასახელა. კანდიდატი ამომრჩეველს დღეს, 7 სექტემბერს პარტიის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ წარუდგინა.

„ევროპულმა საქართველომ“ ბორჯომში მერობის კანდიდატი წარადგინა
ახალციხის შემდეგ, „ევროპულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატი ბორჯომში დაასახელა. თვითმმართველობის არჩევნებზე ბორჯომელების ნდობის მოსაპოვებლად ბაქარ შირაძე იბრძოლებს.

ბაქარ შირაძე 1982 წელს დაბა ბაკურიანში დაიბადა. პროფესიით იურისტია და როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სხვასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2013 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და პარტიის გაყოფის შემდეგ „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

„ჯერ კანდიდატები სხვა კანდიდატები არ დასახელებულან, არვიცი როგორი კონკურენტები მეყოლება, ამიტომ არ ვიცი რა რეალური შანსები შეიძლება მქონდეს გასამარჯვებლად. მიუხედვად ამისა მოსახლეობის ნდობის იმედი მაქვს“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ბაქარ შირაძე.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტები ბორჯომის სოფლების გაზიფიცირება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის სხვა სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. კანდიდატი ბორჯომელებს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის 45 ლარით გაზრდას პირდება.

პარტია „ევროპული საქართველო“ სამცხე–ჯავახეთში დარჩენილ ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერობის კანდიდატებს ხვალ, 8 სექტემბერს დაასახელებს. მათი ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება;

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ევროპულმა საქართველომ“ ასპინძასა და ადიგენში მერობის კანდიდატები წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილია
ბორჯომის მერობის კანდიდატები
'ევროპულმა საქართველომ' პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
ენმ–მ მესხეთში კანდიდატები შეარჩია