სამველ მანუკიანი - „ქართული ოცნება“
სამველ მანუკიანი, დაიბადა 1976 წლის 6 ნოემბერს,
დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი, სამოქალაქო შრომის სამართლის სპეციალობით.

1997-2008 წლებში იყო ი.მ. „სამველ მანუკიანის“ მეწარმე.
2009-2016 წლებში იკავებდა შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას.
2016 წლის 18 ნოემბრიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
2016-2017 წლებში იყო პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს წევრი.
2017 წლიდან იგი არის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“-ს წევრი.
2017 წლიდან არის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე არის იაპონიის, ავსტრიის, იტალიის, სლოვენიის, სომხეთის, მოლდოვის, ყაზახეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.
„პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან არ ვყოფილვარ აქტიური და ვერც ვიქნები, რადგან სახელმწიფო ენაზე საუბარი მიჭირს. არ მინდა, რომ დამცინონ. პარლამენტში 150 დეპუტატი ზის. უკვე თვეებია ვსწავლობ ქართულს და პერსპექტივა მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ სიტყვით გამოვიდე“.
მანუკიანმა 2016 წლის 14 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 45 000 ლარი შესწირა.
არსენ კარაპეტიანი - „ევროპული საქართველო“
არსენ კარაპეტიანი დაიბადა 1982 წლის 19 ივლისს, ახალქალაქში.
2000-2004 წწ. სწავლობდა სომხეთის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე;

2005-2007წწ. - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალქის ფილიალში, იურიდიული ფაკულტეტზე;
2005-2008 წლებში მუშაობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის განყოფილებებში სხვადასხვა თანმდებობებზე;
2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული განყოფილების უფროსი;
2012 -2016 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში.
2016 წელს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში.
„ეს არის განსაკუთრებული არჩვენები, მიზანიც არის ერთი - დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი და დავუბრუნოთ ქვეყანა ხალხს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და უფრო მზად ვართ, რომ გავიმარჯვოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ მმართველობიდან ოლიგარქი, ქურდები და მაფიოზები. გპირდებით მომავალ ძლიერ საქართველოში ერთ–ერთი უძლიერესი კუთხე იქნება ჩემი ლამაზი ჯავახეთი"
კარაპეტიანი „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. მან 2017 წლის 28 სექტემბერს პარტიას 4 160 ლარი შესწირა;
2018 წლის 20 სექტემბერს - 2 000 ლარი;
2019 წლის 25 დეკემბერს კი 1 025 ლარის არაფულადი შეწირულობა.
მთლიანობაში მის მიერ პარტიისთვის შეწირული თანხა 7185 ლარს შეადგენს.
მელიქ რაისიანი - „ნაციონალური მოძრაობა“

მელიქ რაისიანი დაიბადა 1961 წლის 11 აპრილს.
დაამთავრა ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის საფინანსო აღრიცხვის დაკულტეტი.
1982-1983 წლებში იყო ერევნის N2 პურის ქარხნის მთავარი ბუღალტერი;
1983-1988 წლებში ბინების საექსპლუატაციო-კომუნალური განყოფილების გამგე;
1988-1992 წლებში ახალქალაქის საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი;
1992-1994 წლებში ნინოწმინდის საბაჟოს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსის მოადგილე.
1995-2004 წლებში იყო პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“.
2004-2008 წლებში იყო პარალემენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.
2012 წლის გაზაფხულზე რაისიანმა „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭირა მხარი და პარტიის ახალქალქის შტაბის წევრი იყო.
2012 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე
აღიძრა, იგი თაღლითბის ბრალდებით გაასამართლეს და 6 ღლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.
2013 წლის 21 იანვარს იგი საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოვიდა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ახალქალაქში „ნინო ბურჯანაძე -გაერთაინებული დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კნდიდტი იყო.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მელიქ რაისიანი ჯერ კიდევ იანვარში მიხეილ სააკაშვილს, კიევში
ესაუბრა: „მამაჩემი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ისინი მეგობრები არიან. ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. წინ დიდი სამუშაო გველოდება. გვინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომეხმა მოსახლეობამ ხმა ჩვენ მოგვცეს. ამისთვის ყველა ქალაქს და სოფელს მოვივლით სადა სომხები ცხოვრობენ“,- აშოტ რაისიანი, მელიქ რაისიანის შვილი.
რაისიანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ შეწირულობა არ უფიქსირდება.
არტაშეს აკოფიანი - „პატროტთა ალიანსი“
არტაშეს აკოფიანი დაიბადა 1976 წელს, ნინოწმინდის სოფელ ფოკაში.
დაამთავრა ტექნიკური სასწავლებელი, სოფლის მეურნეობის განხრით.

ამ დრომდე არცერთ საჯარო ან კერძო დაწესებულებაში არ უმუშავია.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ, დღემდე სოფლის მეურნეობითაა დაკავებული.
აქამდე არ ყოფილა არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში.
„მე ძალიან მოეწონა პატრიოტთა ალიანსის პროგრამა, ხალხის ინტერსებზეა მორგებული. ასევე მომწონს ის, იდეა, რომ ჯარი ჩვენით გავაძლიეროთ და სხვა ქვეყნის დახმარება არ დაგვჭირდეს. მე მინდა ხალხის მხარეს ვიყო და პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო, ჩვენთან გზა არ არის, სხვა პრობლემებიც გვაქვს“.
იგი არცერთი პოლიტიკური პარტიის შემომწირველი არ არის.
ენზელ მკოიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი

ენზელ მკოიანი დაიბადა 1959 წლის 3 მაისს.
დაამთავრა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობისა ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
1977-1981 წლებში მუშაობდა ბოგდანოვკის რაიონის (ამჟამად - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი) სამსახურებში მუშად;
1983-1984 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონაში მესამე თანრიგის მუშად;
1984-1990 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული კომიტეტის მდივანი;
1990 – 1995 წლებში იყო კოოპერატივ „მშენებელის“ თავმჯდომარის მოადგილე;
1996-1999 წლებში იყო ორგანზიაცია „ენერგიას“ დირექტორის მოადგილე.
1999-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი;
2008-2016 წლებში იყო პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“;
2016-2020 წლებსი პარალმენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“.
„ხალხი ითხოვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიმეღო, ხუთჯერ ვიყავი პარლამენტის წევრი და მინდა მეექვსედაც ვემსახურო ადგილობრივებს“.
ენზელ მკოიანს რომელიმე პარტიისთვის შეწირულობა თავად არ უფიქსირდება, თუმცა მისმა ძმამ, მარტუნ
მკოიანმა პოლიტიკური პარტიებითვის 100 000 ლარი გაიღო. კერძოდ:
2012 წლის 18 ივლისს მარტუნ მკოიანმა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ – 60 000 ლარი შესწირა;
2017 წლის 5 სექტემბერს კი „ქართულ ოცნებას“ - 40 000 ლარი.
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ლელო საქართველოს“ საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა
მოიხსნა წარდგენიდან 12 დღეში.
უცნობია, დააყენებს თუ არა სხვა კანდიდატს პარტია ამავე ოლქში.
ამავე თემაზე ნახეთ;
[თაკო ფეიქრიშვილი]