FM97.5 / LIVE

'ევროპულ საქართველოს' სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2020
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პოლიტიკურ ძალას, ამ ეტაპზე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებია.

'ევროპულ საქართველოს' სამცხეში კანდიდატი არ დაუსახელებია

ეყოლება თუ არა „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, უცნობია. ამის შესახებ ვერც ადგილობრივ შტაბში საუბრობენ: „ჯერ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია და კომენტარს ვერ ვაკეთებ“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ.

დღეს, პარტიამ 16 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი კანდიდატები დაასახელა, მათ შორის ახალქალაქი-ნინოწმინდაში არსენ კარაპეტიანი.

კადიდატები იქნებიან:

- გიგა ბოკერია - ფოთი, ხობის და სენაკის მაჟორიტარული ოლქი
- გიგი უგულავა - ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი
- ელენე ხოშტარია - ვაკის მაჟორიტარული ოლქი
- შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი
- გიგი წერეთელი - ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი
- ტარიელ ნაკაიძე - ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი
- ირმა ნადირაშვილი - რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
- ოთარ კახიძე - ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
- სერგო რატიანი - საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი
- ზურაბ ჭიაბერაშვილი - თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
- გიორგი ღვინიაშვილი - გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი
- ხათუნა გოგორიშვილი - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი
- აჰმედ იმამკულიევი - მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
- არსენ კარაპეტიანი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი
- ლელა ქებურია - წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი
- აკაკი ბობოხიძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ევროპული საქართველო“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში, მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თუმცა დღეს, 3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა, რომელიც "ნაციონალების მაჟრიტარობის" კანდიდატად მოიაზრებოდა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოში 18–ვე მაჟორიტარი 'ოცნებიდან' იქნება
ახალქალაქის საკრებულოში 23–დან მხოლოდ  ერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი იქნება
ასპინძის საკრებულოში ყველა მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ნინოწმინდის საკრებულოში 11–ვე მაჟორიტარი "ოცნებიდან" იქნება
ბორჯომის საკრებულოში 13–დან  ექვსი  ოპოზიციონერი  მაჟორიტარი იქნება
"ქართულმა ოცნებამ" ასპინძაში მაჟორიტარები შეარჩია
ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული