FM97.5 / LIVE

კაცის ცემის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 01.08.2020
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ ცემის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა. მათ შორის, ერთს 15 000 ლარი, მეორეს - 7 000 ლარი, დანარჩენ ორს კი, 12 000- 12 000 ლარი. ისინი პატიმრობაში გირაოს გადახდამდე დარჩებიან.

კაცის ცემის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

ოთხი დაკავებული პირის აღკვეთის შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა საამართლომ დღეს, 1-ელ აგვისტოს იმსჯელა. ოთხი დაკავებულიდან, ორის ინტერესებს პროცესზე ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი იცავდა, ორს კი, მარტიროს ოგანესიანი.

პროკურორმა კახა ლეკიშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც იგი დაკავებული ოთხი პირისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, პროკურატურას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებული პირები 2020 წლის 17 ივლისს, საღამოს, არაფხიზელ მდგომარეობაში წინასწარი შეთანხმებით , ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ შუახნის კაცს „ხელებისა და ფეხების დარტყმით“. რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანებები და გადაიყვენეს სამედიცინო დაწესებულებაში.

sasamartlo

ლეკიშვილმა განმარტა, რომ ბრალდების მხარე საქმეში დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რისკებს ხედავს, ამიტომ მოითხოვს, რომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს: „ჩვენ ვთვლით, რომ თუკი ბრალდებულები არ იქნებიან იზოლირებულები, მათი მხირდან მტკიცებულებების მოპოვების ხელისშემშლელი რისკები და ფაქტორები არსებობს. [...]იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს დანაშაულებრივი საქმიანობა, რომ არ განხორციელდეს მტკიცებულებთა მოპოვებისას ხელის შეშლა და ზემოქმედება პროცესის მონაწილეთა მიმართ, ამ რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებალდ, ჩვენ, ბრალდების მხარემ ჩავთვალეთ, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შერჩევასთან დაკავშირებით “, - განმარტა პროკურორმა.

პატიმრობის შერჩევის შუამდგოლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატმა ნოდარ აკოფაშვილმა პროკურორის ვარაუდებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა.

მისი თქმით, შემთხვევა 2020 წლის 17 ივლისს მოხდა, რა დროსაც ბრალდებულები სმართალდამცველებმა ფაქტზე აიყვანეს და პოლიციაში გადაიყვანეს, სიმთვრალე-სიფხიზლის ოქმები შეადგინეს და გაუშვეს. ამის შემდეგ კი, იგივე პირები მეორე დღეს ისევ დაიბარეს, გამოკითხეს და კიდევ გაუშვეს: „არის ოქმები, რითაც დასტურდება, რომ ნამდვილად იყვნენ პოლიციაში, შემოწმებული იყვნენ სიმთვრალე-სიფხიზლეზე და მაშინ გამოძიებამ არ ჩათვალა აღნიშნული პიროვნებების მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება, ხელის შეშლა და ა.შ. ამიტომ გამოუშვეს. [...] ამის შემდეგ, არანაირი მტკიცებულება არ არის, რომ მათი მდგომარეობა ამ კუთხით გაუარესდა. თუ იყო საფრთხე, მაშინ დანაშაულზე წაასწრეს და დააპატიმრებდნენ, მაგრამ არ ჩათვალეს და არ დააკავეს“, - განმარტა სხდომაზე ნოდარ აკოფაშვილმა.
ადვოკატმა მოსამართლეს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. აკოფაშვილის მოთხოვნას დაეთანხმა მეორე ადვოკატიც, მარტიროს ოგანესიანი.

პროცესზე ოთხივე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გირაოს შეფარდება ითხოვა.

საბოლოოდ, მოსამრთლე გოჩა ჯეირანაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს გირაო ინდივიდუალურად განუსაზღვრა. მათგან ორს 12 000-12 000 ლარის ოდენობით, ერთს 15 000 ლარი, ერთს კი, 7 000.

გირაოს გადახდამე ოთხივე მათგანი პატიმრობაში დარჩა, თანხის ანაზღაურების ვადა კი 50 დღით განესაზღვრათ.

საქმის განხილვის სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცემის ფაქტი ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე იუსტიციის სახლისა და პოლიციის შენობის უკან, 17 ივლისს მოხდა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს  პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
ბიზნესმენ ოთარ თათეშვილს აღკვეთის ღონისძიებად 250 ათასი ლარი გირაო შეეფარდა
მამის ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა