FM97.5 / LIVE

‘გზაში დედა შემაგინა, მერე სახლთან დამხვდნენ’ - ახალციხეში 52 წლის კაცს სცემეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 20.07.2020
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციისა და იუსტიციის სახლის უკან შუახნის კაცს ჯგუფურად სცემეს. იგი სამი დღე საავადმყოფოში მკურნალობდა, ახლა კი სახლში წოლითი რეჟიმი აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული არავინაა.

‘გზაში დედა შემაგინა, მერე სახლთან დამხვდნენ’ - ახალციხეში 52 წლის კაცს სცემეს

კაცი, რომელსაც ჯგუფურად სცემეს, სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინ, 19 ივლისს, გამოწერეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, განუვითარდა ტვინის შერყევა. ტრამვების გამო ახლა სახლში წოლითი რეჟიმი აქვს.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ იხსენებს, რომ შემთხვევა 17 ივლისს, საღამოს დაახლოებით შვიდის ნახევარზე მოხდა. იგი სამუშაოს დასრულების შემდეგ მანქანით სახლში ბრუნდებოდა, როგორც ჰყვება, სუპერმარკეტ „სმარტთან“ შეამჩინია ქვეითი, რომელსაც გზის გადაკვეთა უნდოდა:

„სმარტიდან“ „რომპეტროლისკენ“ გადადიოდა გზაზე, არც „ზებრა გადასასვლელი“ იყო, არც არაფერი. ისეთი სიტუაცია იყო, რომ შუა მანქანის გზაზე მოდიოდნენ ანუ გადასულები არ იყვნენ. რომ გავიარე, უკანა მხრიდან მიყვირის ვიღაცა, „შენი დედა მო... არ უნდა გაგეჩერებინა და გაგეტარებინეო?!“. დედის გინება რომ გავიგონე, გავაჩერე მანქანა და ვუთხარი „შენ შემაგინე დედა-მეთქი?“. მოვიდა და რომ ველოდებოდი რას იტყოდა, ანთებული სიგარეტი მესროლა თვალში, წკიპურტით. „მე შეგაგინეო...“, წამოვედი ჩვულებრივად, გზა გავაგძელე და რომ მოვედი სახლში, კარებთან დამხვდნენ“, - იხსენებს დაშავებული და ამატებს, რომ საკუთარი სახლის კარებთან ჯგუფურად, ოთხი ადამიანი ურტყამდა. მანამდე მათთან არანაირი კავშირი ჰქონია და ახლაც არ იცნობს ვინ არიან: „მანამ მანქანა გავაჩერე გამომეკიდნენ, ოთხი დამესია, ერთს პირობითი ჰქონია და არ მოვიდა საცემად. ოთხმა დამაჩოქა ძირს და მკლავდნენ წიხლებით. მიდიოდინენ იმაზე, რომ სწრაფად უნდა გავეთიშე. მოვკვდებოდი თუ გავითიშებოდი იმათთვის სულ ერთი იყო, რომ არ მეცნო“.

52 წლის კაცი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გადაარჩინეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ხმაურზე მივიდნენ: „პოლიციელები თვითონ ჩამოვიდნენ, თვითონ შეესწრნენ ამ ფაქტს და თვთონვე გადამარჩინეს ფაქტობროვად, თორე ჩვეულებრივად მომკლავდნენ ან დამაინვალიდებდნენ. ჯობია პოლიციამ მიხედოს ამ საქმეს, იმიტომ, რომ ამაში არ ჩაერთოს მთელი ქალაქი“.

ცემის ფაქტზე დაკავებული არავინაა. გამოძიება 126-ე ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ძირს ეგდო და სისხლის გუბე იყო გარშემო’ – ახალციხეში 27 წლის კაცს სცემეს
ახალციხეში შუახნის კაცს სცემეს
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე
‘სანამ გავითიშებოდით, გვირტყამდნენ’ – ჯგუფური ჩხუბი ახალქალაქში
ახალციხეში აზერბაიჯანის მოქალაქეს კუთვნილი მანქანა დაუზიანეს
ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'
ვალე–ახალციხის გზაზე სამი ადამიანი დაშავდა