FM97.5 / LIVE

რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

მთავარისიახლე, სამართალი 06.12.2017
ახალციხეში, სასტუმრო 'ჯინო ველნეს რაბათში' მომხდარი ჩხუბის შედეგად დაკავებული ოთხი პირიდან, ერთ–ერთს, ბექა. ს–ს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს  პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

ბექა.ს–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 დეკემბერს, დაუსწრებლად შეუფარდეს. სამი დეკემბრის სხდომაზე, სასამართლოში პროკურორმა კახა ლეკიშვილმა განაცხადა, რომ ბექა ს. მიმალვაში იყო. სწორედ ამ მიზეზით მას აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ამავე დღეს, ბრალდებული პოლიციაში თავად გამოცხადდა.

კანონით, როცა ბრალდებულს დაუსწრებლად ეფარდება პატიმრობა, დაკავების შემდგომ პროკურორი ვალდებულია, რომ პატიმრობის დადასტურების მიზნით, იგი 48 საათის განმავლობაში სასამართლოს წარუდგინოს.

ბოლო პროცესზე პროკურორმა კახა ლეკიშვილმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვებაზე იშუამდგომლა, ადვოკატმა ზაზა ზაზაძემ კი მისი გირაოთი გათავისუფლება ითხოვა.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან ბექა ს.–ს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, 30 000 ლარი შეუფარდა.

„პირველ სხდომაზე საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა შეეფარდა, იყო ის, რომ ბექა ს. მიმალვაში იმყოფებოდა და პროცესს არ ესწრებოდა. მაგრამ, რადგან ამის შემდეგ იგი პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პატიმრობა შეეფარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი მიმალვის საფრთხე აღარ არსებობდა, ამიტომ პატიმრობა გირაოთი შეეცვალა“, – გვითხრა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

ბექა ს.–ს და მასთან ერთად ბრალდებულ სამ პირზე დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ „ჯინო ველნესში“ მომხდარიდან რამდენიმე საათში, პირველ დეკემბერს მიმართა. თუმცა, მაშინ ბექა ს. ვერ, ან არ დააკავეს. რა იყო ამის მიზეზი, მით უფრო მაშინ, თუ პირი მიმალვაში არ იმყოფებოდა, ამ შეკითხვაზე პასუხს „სამხრეთის კარიბჭე“ პროკურატურიდან ამ დრომდე ელოდება.

მომხდარზე კომენტარს არც ბრალდებულის ოჯახის წევრები აკეთებენ. თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ბექა არ მიმალულა.

შეგახსენებთ, რომ ჩხუბი „ჯინო ველნეს რაბათში“ 30 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა, ოთხს კი (მათ შორის ბექა ს–ს) ბრალი სსკ–ის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ხულიგნობას ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წალმდე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, რესტორანში ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
შვილზე ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა